ჰრაშჩინის მეტეორიტი
| ციური სხეული | ||||
|---|---|---|---|---|
| ჰრაშჩინას მეტეორიტი | ||||
|
მეტეორიტი, რომელიც 1751 წელს სოფელ ჰრაშჩინას მახლობლად, ხორვატიაში ჩამოვარდა | ||||
| ორბიტული მახასიათებლები | ||||
| ფიზიკური მახასიათებლები | ||||
| მასა (m) | 39,8 კგ და 9 კგ | |||
|
| ||||
|
| ||||
| ჰრაშჩინის მეტეორიტი | ||||
ჰრაშჩინას მეტეორიტი რკინის მეტეორიტის ოფიციალური სახელწოდებაა, რომელიც ჩამოვარდა 1751 წელს სოფელ ჰრაშჩინის მახლობლად, ჰრვატსკო ზაგორიეში, ხორვატიაში.[1] ჰრაშჩინას მეტეორიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს იყო რკინის მეტეორიტის პირველი დაცემა, რომელიც ნანახი და დაფიქსირებული იქნა თვითმხილველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მიერ,[2] მიუხედავად მისგან დარჩენილი მცირე წონისა.[1] ჰრაშჩინას მეტეორიტმა დაამტკიცა, რომ ქვები მართლაც შეიძლება "ზეციდან ჩამოვარდეს".[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1751 წლის 26 მაისს, 18:00 საათზე, ჰრაშჩინას თავზე დაინახეს ცეცხლოვანი ბურთი, ვარაჟდინის სიშორეზეც კი გაიგონეს აფეთქების მსგავსი ხმები. რეგიონები, სადაც მეტეორიტის ხმა გაისმა, დაახლოებით 1 000 კვადრატული მილის ანუ 2 600 კმ² ფართობის არეალს მოიცავს. [2] ბევრმა ადამიანმა, რომლებიც კვირა საღამოს სეირნობდნენ, იხილა ეს მოვლენა. ბალთაზარ ადამ კრჩელიჩი, სასულიერო პირი, ისტორიკოსი და ყოველდღიური მოვლენების ცნობილი მემატიანე, რომელიც ბიშკუპეცის სოფელში იმყოფებოდა, ამ მოვლენას შემდეგნაირად აღწერს:[4]
„ბიშკუპეცში ვარაჟდინის მახლობლად [...] დაინახეს უჩვეულო მოვლენა პატარა ღრუბლის მსგავსი — თუმცა, ეს ღრუბელი არ იყო — რომელიც უფრო და უფრო გაფერმკრთალდა, წარმოქმნა აფეთქების ხმა და შემდეგ გაიფანტა. თავიანთი უცოდინარობის გამო, უბრალო ხალხი ფიქრობდა, რომ ცა გაიხსნა.“
39,8 კილოგრამისა (88 ფუნტი) და 9 კილოგრამი (20 ფუნტი) რკინის მასები, ჩამოვარდა ჰრაშჩინას აღმოსავლეთით და შემდგომში იქნა მოძიებული. უფრო დიდი მასა მიწაში 1,40 მეტრის (4 ფუტი და 7 დიუმი) სიღრმეზე ჩავიდა.[2] თუმცა არსებობს ცნობები, რომ მეტეორიტი გაცილებით უფრო ღრმად ჩავარდა.[3] მცირე მასა დაიშალა დაცემის ადგილზევე და ნარჩენები ნაწილობრივ გამოიყენეს ადგილობრივმა სოფლელებმა ლურსმნების დასამზადებლად,[5] ხოლო, დანარჩენი ნაწილი კიდევ უფრო დაიშალა ბრატისლავაში ტრანსპორტირებისას და შემდგომში კი დაიკარგა.[2]
ზაგრების კათოლიკურმა ეკლესიამ მეტეორიტები და ოფიციალური ანგარიში („ეპისკოპოს კლობუჩეცკისა და გენერალ-კურატ ვოლფგანგ კუკულიევიჩის ოქმი“) გაუგზავნა იმპერატრიცა მარია ტერეზას. მეტეორიტები განათავსეს ვენის ხაზინაში და შემდეგ სასახლის მუზეუმში, ამჟამად ინახება ვენის ბუნებისმეტყველების მუზეუმში (Naturhistorisches Museum Wien).[6]
ეპისკოპოს ბარონ[7][8] კლობუჩეცკის [9] ოქმისა და იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ეს ახლად ჩამოვარდნილი მეტეორიტები წარმოადგენდნენ გამდნარი ლითონის ქერქს, 1794 წელს ერნსტ ხლადნიმ განაცხადა, რომ მეტეორიტები კოსმოსური წარმოშობისაა.[10] ვინაიდან მაშინ მეტეორიტებს ვულკანური წარმოშობას მიაწერდნენ, ეს გახდა ძალიან საკამათო განცხადება იმ დროისთვის,[11] მაგრამ 1803 წელს ჟან ბატისტ ბიომ აღნიშნული დაადასტურა და შემდგომში მეტეორიტების კოსმოსური წარმომავლობის საკითხი მიღებულ იქნა ჭეშმარიტებად. [12]
1808 წელს გრაფმა ალოის ფონ ბეკ ვიდმანშტეტენმა აღმოაჩინა „ვიდმანშტეტენის ნახატები“ მეტეორიტის ფირფიტის გახურების შედეგად.[3][12][13] „მიუხედავად იმისა, რომ სხვა მეცნიერმა, გ. ტომსონმა ასევე აღმოაჩინა ეს ტექსტურა, ვიდმანშტეტენის ნაშრომი აღიარა კარლ ფონ შრაიბერსმა (იმჟამად ვენის ბუნებრივი ისტორიის კაბინეტის დირექტორი) და ტერმინი „ვიდმანშტეტენი“ მას შემდეგ გამოიყენება ამ ტექსტურის აღსაწერად.“[12]
შემადგენლობა და კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰრაშჩინას მეტეორიტი არის რკინის მეტეორიტი, ქიმიური IID ტიპის სტრუქტურული კლასის საშუალო ოქტაედრიტი.
შემადგენლობა: Fe 89%, Ni 10,5%, Ge 89,4 ppm, Ga 74,5 ppm, Ir 13 ppm.[14]
ნიმუშების განაწილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მეტეორიტის ძირითადი მასა (39 კილოგრამი, იგივე 86 ფუნტი) დაცულია ვენის Naturhistorisches Museum-ში. [12] სიდიდით მეორე ზომის ნატეხის მასა არის 44 გრამი (1,6 უნცია), რომელიც ახლახან აღმოაჩინეს ძველ კოლექციაში. სხვა ნაწილებია: 20 გრამი (0,71 უნცია) ბერლინის MiN-ში, 9,8 გრამი (0,35 უნცია) ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმში და რამდენიმე პატარა ნაჭერი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.[1] ყველაზე დიდი მასის ნატეხზე ეტყობა ჩაქუჩის მსგავსი საგნის დარტყმის კვალი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 Horejsi, Martin. „Hraschina put the H in Historical!“. Meteorite-Times Magazine. Martin Horejsi's Meteorite and Tektite Books. ციტირების თარიღი: July 28, 2011.
- 1 2 3 4 (1862) Report of the Thirty-First Meeting of the British Association for the Advancement of Science. London: John Murray, გვ. 32–33.
- 1 2 3 Hraschina. Historic Falls. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 15, 2011. ციტირების თარიღი: July 28, 2011
- ↑ Marks, Ljiljana (June 2001). „Baltazar Adam Krčelić: Chronicler of Everyday Life“. Narodna Umjetnost. Zagreb. 38 (1): 140. ISSN 0547-2504. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2025-01-23. ციტირების თარიღი: 2025-04-24.
- ↑ „Meteoritsko slavlje u Hrašćini“ [Meteorite celebration in Hrašćina]. Vjesnik (ხორვატული). 18 May 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 April 2012. ციტირების თარიღი: 23 July 2011.
- ↑ Török, J. (1882): A Magyar Birodalom meteoritjei (II. rész). Természettudományi Közlöny, 14, 495–514.
- ↑ (Croatian) Hrvatska provincija uršulinki rimske unije
- ↑ (Croatian) Veritas - Samostan sestara uršulinki u Varaždinu დაარქივებული 2021-05-18 საიტზე Wayback Machine.
- ↑ (Croatian) Vlatka Vukelić: Povijest sustavnih arheoloških istraživanja u Sisku od 16. stoljeća do 1941. godine დაარქივებული 2014-09-24 საიტზე Wayback Machine. , doktorski rad, Zagreb, 2011.
- ↑ Chladni, Ernst, Über den Ursprung der von Pallas gefundenen und anderer ihr ähnlicher Eisenmassen und über einige damit in Verbindung stehende Naturerscheinungen (On the Origin of the Pallas Iron and Others Similar to it, and on Some Associated Natural Phenomena)
- ↑ Williams, Henry Smith (1904). „5“, A history of science. Harper, გვ. 168ff. ISBN 0-250-40142-8.
- 1 2 3 4 Martel, L. M. V.. Better Know a Meteorite Collection: Natural History Museum, Vienna, Austria. Planetary Science Research Discoveries.. Hawai‘i Institute of Geophysics and Planetology (May 2009). ციტირების თარიღი: July 28, 2011
- ↑ McCall, Gerald Joseph Home; Howarth, Richard John (2006) The history of meteoritics and key meteorite collections: fireballs, falls and finds. Geological Society, გვ. 55–. ISBN 978-1-86239-194-9.
- ↑ Natural History Museum (2000). Catalogue of meteorites: with special reference to those represented in the collection of the Natural History Museum, 5, Cambridge University Press, გვ. 243. ISBN 9780521663038.