შინაარსზე გადასვლა

ჰრადეც-ნად-მორავიცი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰრადეც-ნად-მორავიცი
Hradec nad Moravicí

წითელი ციხესიმაგრის ეზო
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Benkovice[1] , Bohučovice[1] , Domoradovice[1] , Filipovice[1] , Jakubčovice[1] , Kajlovec[1] , Žimrovice[1] და Q56413611?
კოორდინატები 49°52′16″ ჩ. გ. 17°52′33″ ა. გ. / 49.87111° ჩ. გ. 17.87583° ა. გ. / 49.87111; 17.87583
მმართველი პატრიკ ორლიკი
პირველი ხსენება 1066
ფართობი 43,96 კმ²
ცენტრის სიმაღლე 264
მოსახლეობა 5 459[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 125 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 747 41, 747 84
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი muhradec.cz
ჰრადეც-ნად-მორავიცი — ჩეხეთი
ჰრადეც-ნად-მორავიცი

ჰრადეც-ნად-მორავიცი (ჩეხ. Hradec nad Moravicí) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ოპავის რაიონში მდებარეობს. ქალაქი 8 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება. ჰრადეც-ნად-მორავიცის გარდა მის მუნიციპალიტეტში გაერთიანებულია ბენკოვიცე, ბოჰუჩოვიცე, დომორადოვიცე, ზიმროვიცე, იაკუბჩოვიცე, კაილოვეცი და ფილიპოვიცე.

ჰრადეც-ნად-მორავიცი ქალაქ ოპავიდან სამხრეთით 7 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ნიზკი-იესენიკის ქედის ფერდობებზეა გაშენებული. მის მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე უმაღლესი წერტილია შანცეს გორა, რომელიც ზღვის დონიდან 522 მეტრზე მდებარეობს. ქალაქში მიედინება მდინარე მორავიცე.

ქალაქში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 855 მილიმეტრია, საშუალო წლიური ტემპერატურა კი +9,6°C.[3]

„თეთრი ციხე“
„წითელი ციხე“
წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია

ჰრადეც-ნად-მორავიცი ტერიტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით ადრე დასახლდა. პირველი სლავური გორდი აქ VIII საუკუნეში აშენდა. ჰრადეცის ციხესიმაგრე ისტორიულ წყაროებში პირველად 1060 წელს არის ნახსენები. ამ ისტორიული წყაროს მიხედვით ამ წელს აქ პოლონეთის მთავრის ბოლესლავ II გულუხვის არმია დამარცხდა.[4]

XIII საუკუნის შუა ხანებში ციხესიმაგრის ხანძრის შედეგად დაზიანდა. ხანძრის შემდეგ ბოჰემიის მეფე ოტოკარ II-მ ის დიდ გოტიკურ ციხესიმაგრედ აღადგინა. ციხესიმაგრის მნიშვნელობა 1279–1281 წლებში საგრძნობლად გაიზარდა, რადგან აქ ბოჰემიის მეფის ოტოკარ II-ს დაქვრივებული დედოფალი კუნჰუტა სლავონიელი დასახლდა. 1481 წელს დასახლებას ქალაქის სტატუსი მიანიჭეს. შუა საუკუნეებში ჰრადეცის ციხესიმაგრე არასოდეს დაუპყრიათ, რადგან საკმაოდ ძლიერი ფორტეფიკაცია იყო.[4][5]

ქალაქი მეფეების საკუთრება 1585 წლამდე იყო, ამ წელს იმპერატორმა რუდოლფ II-მ პრუშკუველ კასპარ პრუსკოვსკის მიჰყიდა. ოცდაათწლიანი ომის დროს ჰრადეც-ნად-მორავიცი იმდენად დაზარალდა, რომ მას ქალაქის სტატუსი ჩამოართვეს. ეს სტატუსი დასახლებამ 1702 წელს დაიბრუნა. აქაური მამულები 1778 წელს ლიხნოვსკების გვარის დიდგვაროვნებმა შეიძინეს და მას 1945 წლამდე ფლობდნენ.[4]

XIX საუკუნეში ქალაქში მრეწველობის ტემპები გაიზარდა, აქ რკინიგზა 1905 წელს გაიყვანეს და განვითარება დაჩქარდა. 1938 წლიდან 1945 წლამდე ქალაქი ნაცისტურმა გერმანიის მიერ იყო ანექსირებული და გერმანია მას რეიხსგაუ-სუდეტენლანდის შემადგენლობაში მართავდა.

1945 წელს ჰრადეცი ჩეხოსლოვაკიას დაუბრუნდა და მისი გერმანულენოვანი მოსახლეობა გააძევეს. 1968-დან 1972 წლამდე ჰრადეცს რამდენიმე მუნიციპალიტეტი შეუერთდა, ხოლო 1972 წელს დღევანდელი სახელი ჰრადეც-ნად-მორავიცი ეწოდა.[4]

„ბეთჰოვენის ჰრადეცი“ ყოველწლიური კულტურული ღონისძიებაა. ის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსსა და ფესტივალს მოიცავს. ეს ღონისძიება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ციხესიმაგრეში ორჯერ სტუმრობის ხსოვნას ეძღვნება და 1960 წლიდან რეგულარულად იმართება.

ყოველწლიურად აპრილის დასაწყისში იმართება ე.წ. „გაზაფხულის სეზონის გახსნა“, რაც ასევე ემთხვევა ადგილობრივი ციხესიმაგრის ტურისტული სეზონის გახსნას.

ზაფხულში პივოვარსკას ქუჩაზე ღია კინოთეატრი „ორიონი“ მუშაობს.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰრადეც-ნად-მორავიცი მისი დიდებული ციხესიმაგრითაა ცნობილი. ქალაქის ციხესიმაგრის კომპლექსი ორი შენობისგან შედგება, ძველი ციხე „თეთრი ციხესიმაგრითაა ცნობილი“, ხოლო ახალ ციხეს „წითელ ციხეს უწოდებენ“. ციხესიმაგრის გარშემო ბაღია გაშენებული. XI საუკუნის შუა წლებში აქ აგებული გოტიკური ციხესიმაგრე 1585 წელს პრუსკოვსკების გვარის დიდგვაროვნებმა რენესანსის სტილის რეზიდენციად გადააკეთეს. ციხესიმაგრე 1796 წელს ხანძარმა დააზიანა და 1796–1804 წლებში ამპირის სტილში აღადგინეს, ამ პერიოდში ციხის გარშემო გაშენდა ინგლისური სტილის ბაღი. თეთრმა ციხესიმაგრემ დღემდე შეინარჩუნა იმპერიული იერსახე. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კომპლექსს ნეოგოთური სტილის წითელი ციხესიმაგრე დაემატა. ააგეს საჯინიბოებით, ეტლების სადგომითა და ფრესკებით მოხატული კედლით.[4][5]

დღეს ციხე სახელმწიფოს საკუთრებაა და ღიაა დამთვალიერებელთათვის. მასში განთავსებულია რამდენიმე ექსპოზიცია ძვირფასი კოლექციებით. ციხესიმაგრის ბაღის ფართობი 130 ჰექტარია და ჩეხეთში ფართობით მესამე ადგილზეა ციხესიმაგრეთა ბაღებს შორის. იგი მოიცავს ეგზოტიკური ხემცენარეებისა და ბუჩქების ძვირფას კოლექციას.[4]

წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია 1585-1594 წლებში აშენდა. მას მთელს რეგიონში უძველესი ზარები აქვს.

„სილეზიის გოლგოთის“ სახელით ცნობილი ღირსშესანიშნაობა მომლოცველთა წმინდა ადგილია, ის 1764 წელს ჯვრის გზის დაარსებით შეიქმნა.[6]

ჰრადეც-ნად-მორავიცის სასაფლაოზე დგას 1597 აგებული წმინდა იაკობის ეკლესია, ეს 18 მეტრი სიმაღლის ნაგებობა რენესანსის სტილშია ნაგები.

ქალაქის უმაღლეს წერტილ შანცეზე სილეზიის ომების დროს აშენებული XVIII საუკუნის სამხედრო სიმაგრეთა ნანგრევებია. აქ 2005 წელს გადმოსახედი კოშკი ააგეს.[7]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. NomadSeason – Climate of Hradec nad Moravicí
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Program rozvoje města Hradec nad Moravicí na období let 2021–2024 cs გვ. 3–4, 30–31. Město Hradec nad Moravicí (2020-12-14). ციტირების თარიღი: 2024-10-14
  5. 5.0 5.1 History. Hradec nad Moravicí Castle. ციტირების თარიღი: 2024-10-14
  6. St. Peter and Paul's Church. Tourist Information Centre Hradec nad Moravicí. ციტირების თარიღი: 2022-03-22
  7. Šance Lookout Tower. Tourist Information Centre Hradec nad Moravicí. ციტირების თარიღი: 2022-03-22
  8. Rychlé odkazy: Partnerská města cs. Město Hradec nad Moravicí. ციტირების თარიღი: 2022-03-22