ჰორმონული პრეპარატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰორმონული პრეპარატებიწამლები, რომლებიც შეიცავენ ჰორმონებს ან მათ სინთეზურ ანალოგებს და რომლებსაც იყენებენ ჰორმონოთერაპიისათვის. განარჩევენ ჰორმონულ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ ნატურალურ ჰორმონებს (მზადდება საქონლის ახალი და ახალგაყინული ჯირკვლების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველების სისხლისა და შარდისაგან), სინთეზურ ჰორმონულ პრეპარატებს და მათ ანალოგებს, რომლებიც ბუნებრივი ჰორმონებისაგან ქიმიური შენებით განსხვავდებიან, მაგრამ ისეთივე ფიზიოლოგიური მოქმედება აქვთ.

ჰიპოფიზის (თუთია-ფოსფატი, ქორიონული გონადოტროპინი, შრატისმიერი გონადროტოპინი, პროლაქტინი, პიტუიტრინი და სხვა.) და სინთეზურ (ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი) ჰორმონულ პრეპარატებს იყენებენ ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების, სასქესო ჯირკვლების უკმარისობის, კოლაგენოზების, ალერგიული და თვალის ზოგიერთი დაავადების დროს; ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონულ პრეპარატს — თირეოიდინს — ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის, სიმსუქნის, ნევროზის დროს; ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონული პრეპარატს — პარათირეოდინსტეტანიის, სპაზმოფილიის, ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ; კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონულ პრეპარატს — ინსულინს და მის წარმოებულებს იყენებენ სისხლში შაქრის შემცველობის დასაქვეითებლად (შაქრიანი დიაბეტის დროს), იმავე მიზნით იხმარება აგრეთვე ინსულინის სინთეზური შემცვლელები — ბუტამიდი, ციკლამიდი, ქლორპრომაზინი; ლიპოკაინი იხმარება ღვიძლის დაავადებების, ათეროსკლეროზის და სხვათა დროს; თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონული პრეპარატები — კორტიზონი, ჰიდროკორტიზონი, დეზოქსიკორტიკოსტერონი და კორტიზონის სინთეზური ანალოგები — პრედნიზოლონი, პრედნიზონი, დექსამეტაზონი, სინალარი და სხვა. იხმარება რევმატიზმის, ინფექციური პოლიართრიტის, ბრონქული ასთმის, ინფექციური მონონუკლეოზის, ნეიროდერმიტების, ეგზემის და კანის სხვადასხვა დააავდებების, ადისონის სნეულების, თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე ჰორმონული უკმარისობის, ჰემოლიზური ანემიის, გლომერულონეფრიტის, მწვავე პანკრეატიტის და სხვათა დროს; ქალის სასქესო ორგანოების ესტროგენულ (ფილიკულინი ანუ ესტრონი, ესტრადიოლ-დიპროპიონატი, სინესტროლი, დიმესტროლი, სიგეტინი და სხვა) ჰორმონულ პრეპაატებს იყენებენ საკვერცხეების ფუნქციური უკმარისობის, სამშობიარო მოქმედების სისუსტის, ლაქტაციის შეწყვეტის, მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს; გესტაგენურს (პროგესტერონი, ოქსიპროგესტერონ-კაპრონატი, პრეგნინი) — ყვიტელი სხეულის უკმარისობასთან დაკავშირებული დარღვევების შემთხვევაში; მამაკაცის სასქესო ჰორმონების ჰორმონულ პრეპარატს — ანდროგენულ პრეპარატებს (ტესტოსტერონ-პროპიონატი, ტესტოსტერონ-ენანტატი, მეთილტესტოსტერონი) აქვთ ჰორმონ ტესტოსტერონის (გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჯირკვლები) ბიოლოგიური და სამკურნალო თვისებები; იყენებენ მამაკაცის სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობის, მამაკაცებისა და ქალების კლიმაქტერიული, სისხლძრღვოვანი, ნერვული დარღვევების, აკრომეგალიისა და სხვათა დროს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]