ჰორაღის ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ჰორაღის ჭაკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე შავწყლას აუზში, სოფელ ბლაბურხვის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 625 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს 35 მ სიღრმის ჭას. ჭის ფორმა ცილინდრულია. ინვითარებს მრავალრიცხოვან ნაპრალებს. კედლები დროებითი ღვარებით ძლიერაა დაღარული. ჭის ფსკერზე მცირე ზომის გვირაბები იხსნება, რომლებიც მოკლე ხვრელებს წარმოადგენენ. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ნგრეული და ნაშალი მასალა. არის ასევე თიხა-ღორღის ნაფენები. ჭარბად ჩაედინება დროებითი ნაკადები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966