ჰონინგება

ჰონინგება (ინგლ. honing, ალესვა) — მიხეხვა-მილესვა, ნამზადის გამოყანა სპეციალური იარაღით — ჰონით, რომელიც აღჭურვილია წვრილმარცვლოვანი აბრაზიული ძელაკებით. ჰონი ბრუნავს და ერთდროულად ასრულებს უკუქცევით-წინსვლით მოძრაობას. ჰონის ძირითადად იყენებენ ცილინდრული გამჭოლი ნახვრეტების, ყრუ და საფეხუროვანი ნახვრეტების სუფთად დასამუშავებლად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 687.