ჰომო ანტესესორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰომო ანტესესორი

სახელის მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰომო ლათინური სიტყვაა და ადამიანს ნიშნავს, ასევე ანტესესორიც ლათინური სიტყვაა და ის მაძიებელს, აღმომჩენს ნიშნავს. მათ ეს სახელი დაერქვათ რადგან მიჩნეულია, რომ ისინი ადამიანთა პირველ პოპულაციას მიეკუთვნებიან ევროპის კონტინენტიდან.

ძირითადი  ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სახეობას გააჩნია უნიკალური მახასიათებლების კომბინაცია თავის ქალაში. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის კბილები და ქვედა ყბის კიდური. სხვა ყველაფერთან ერთად აშკარად შეიძლება ამ სახეობის გამორჩევა. მახასიათებლები ერთგვარად მოდერნისტული და ძველი სახეობათა ნაზავია.

ტვინის ზომა - დაახლოებით 1000 სმ³. შედარებისთვის დღევანდელი ადამიანის ტვინი 1350 სმ³-ია.

ტანის აღნაგობა - თანამედროვე ადამიანის მსგავსია, მაგრამ უფრო ძლიერი და მოქნილი. მამაკაცთა საშუალო სიმაღლე 1,6-1,8 მ-ს შორის მერყეობდა, ხოლო წონა კი - დაახლოებით 90 კილოგრამს შეადგენდა.

სახის მახასიათებლები - მსგავსია თანამედროვე საშუალო სიდიდის სახის. კანინესებური ფორებით ხასიათდება სახის კანი. თვალების ქვემოთ არსებული ძვალი შეღრმავებულია. შუბლი შედარებით ქვემოთაა, წარბებიც ერთმანეთთან ახლოა და საბოლოო ჯამში ჩინური ჰომო ერექტუსის შთაბეჭდილებას ტოვებს. თვალშისაცემია წანაზარდისებრი კეფა, გამოკვეთილი ყბა და კბილები. თავისი პერიოდისათვის ამ სახეობის კბილები გამოირჩეოდა სიმტკიცითა და სიმაგრით. მიუხედავად მათი მდგრადობისა ზომით ჩამოუვარდებოდა თანამედროვე ადამიანს, მაგრამ ფორმით იდენტური იყო.

 აღმოჩენის ისტორია და გავრცელების ზონა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგრედწოდებული ჰომო ანტესესორის ნეშთი თავდაპირველად აღმოაჩინეს ატაპუერკის მთების მიდამოებში, ჩრდილოეთ ესპანეთის რეგიონში (Gran Dolina და Sima del Elefante). ჰომო ანტესესორის ნიმუში დაახლოებით 780 000 წელს ითვლის.

Gran Dolina (გრან დოლინა) - არქეოლოგებმა ეუდარდ კარბონელმა და პალეოანთროპოლოგმა ჟუან ლუის ფერარამ (მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორი) ჰომო ანტესესორის ნეშთი „დიდი დაბლობის“ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ესპანეთში.

80 ძვლის ფრაგმენტი იქნა აღმოჩენილი ექვსი ინდივიდუალისგან 1994 და 1995 წლებში. ამ დაბლობში ასევე წააწყდნენ დაახლოებით 200 ქვის იარაღსა და 300 ცხოველის ძვალს. ქვის იარაღებში ყველაზე მეტად ჭარბობდა ქვის დანა, რომლებიც უმეტესწილად უშუალოდ ჰომინიდების გარშემო იყო დამარხული. ყველა ამ ნარჩენის ასაკმა დაახლოებით 900 000 წელი დაითვალა. საუკუთესო მდგომარეობაში შემორჩენილი იყო ზედა ყბისა და წინა ფრონტის ძვლები, რომელიც 10–11 წლის ასაკში გარდაცვლილ ჰომო ანტესესორს ეკუთვნოდა.

Sima Del Elefante (სიმა დელ ელეფანტე) - 2007 წლის 29 ივნისს, ესპანელმა მკვლევარებმა, რომლებიც მუშაობდნენ Sima del Elefante („სპილოს საბირჟო დარბაზი“), ატაპუერკის მთების მიდამოებში, განაცხადეს, რომ აღმოაჩინეს 1.2–1.1 მილიონი წლის მოლარი. მოლარი დახასიათებული იყო, როგორც „გაცვეთილი“, რომლის ასაკი დაახლოებით 20–25 წელს ითვლიდა. გამოქვაბულში ასევე აღმოაჩინეს 12 ერთმანეთის მიყოლებითი ფენა. 3 მათგანში შეინიშნებოდა ადამიანის კვალი, ხოლო 4 ში კი ქვის ხანის პერიოდი. სხვა ფენებში ადამიანის ნარჩენებთან ერთად სხვადასხვა მღრღნელებისა და მავნებლების კვალიც არის აღმოჩენილი. უფრო ღრმა ფენების გამოკვლევა ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ მეცნიერების ვარაუდით მათში ჰომო ანტესესორის წინამორბედთა ნარჩენები უნდა არსებობდეს.

უძველესი ნეშთის გროვებში, ცხენის, ირმისა და სხვა ბალახისმჭამელ ცხოველთა ძვლებთან ერთად აღმოაჩინეს ადამიანის ძვლებიც. ნაპოვნი ძვლების უმრავლესობა იყო დამსხვრეული, როგორც დანარჩენი ცხოველების ძვლები. მეცნიერების ვარაუდით ეს ადამიანები რაიმე მტაცებლის მსხვერპლი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან აღმოჩენილი ძვლები ბავშვების ძვლების იდენტური იყო.

ხოსე მარია ბერმუდეს დე კასტრო, პროექტ ,,ატაპუერკას,, ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ამ პერიოდის ადამიანებს არ უნდა ქონოდათ საკვების მოპოვების პრობლემა, რადგან გარშემო უამრავი ცხოველი ბინადრობდა, რომლის მონადირება თითქმის ყველას შეეძლო. არსებობდა კიდევ ერთი ვარაუდი, რომელიც შეეხებოდა საკვების მოპოვებას. თუ კი ეს ბინადრები ვერ მოინადირებდნენ რაიმე ცხოველს ისინი არბევდნენ მეზობელ ტომებს და დიდი ალბათობით იქ ბინადარ ადამიანებს ჭამდნენ. ასევე, სხვა რეგიონებში აღმოჩენილი მტკიცებულება ამ ჰომინიდისა აღმოჩენილ იქნა დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ტერიტორიაზე.

Suffolk England (სუფოლკი, ინგლისი) - 2005 წელს კაჟის ხელსაწყოები და კბილები აღმოაჩინეს წიაღისეულის ერთსა და იმავე შრეებში მიმომუს სავინში, ასევე პაკფილდში, სუფოლკში ნაპოვნია დასათარიღებლად გამოსადეგი ნარჩენები. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 700 000 წლის წინ ისინი ინგლისში არსებობდნენ. დამატებით 2008 წლის 27 მარტს კიდევ აღმოაჩინეს ქვედა ყბის ფრაგმენტი, ქვის ნაფლეთები და გადამუშავებული ცხოველის ძვალი.

Norfolk England (ნორფოლკი, ინგლისი) - 2010 წელს ქვის ხელსაწყოები ნაპოვნი იქნა ჰაპისბურგში, ნორფლოკში. მიჩნეულია, რომ ეს იარაღები გამოყენებული იყო ჰომო ანტესესორების მიერ. ასე რომ სავარაუდოდ 950 000 წლის წინ ისინი ინგლისში არსებობდნენ. 2013 წელს უძველესი ნაფეხურები აღმოაჩინეს ასევე ჰაპისბურგში, მიიჩნევა რომ ისინი 800 000 წლის წინ დატოვეს პატარა ადამიანების ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა 1 მამაკაცი და ბევრი ბავშვი. ეს ნაფეხურები აფრიკის გარეთ ყველაზე ძველია და ის პირველია ინგლისსა და ჩრდილოეთ ევროპაში. 2 კვირაში ნაფეხურები ისევ ქვიშით დაიფარა, თუმცა მეცნიერებმა მას 3d სურათი გადაუღეს და დარწმუნდნენ რომ ის ჰომო ანტესესორის იყო.

მათი ადგილი კაცობრიობის სიცოცხლის ხეზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ ისინი არიან ნაწილი ადრეული ჰაიდელბერგელი ადამიანის პოპულაციის. ასე თუ ისე მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათ უფრო მეტი აქვთ საერთო თანამედროვე ადამიანთან ვიდრე ჰაიდელბერგელი ადამიანის წარმომადგენლებს და ისინი ასევე უკანასკნელი შთამომავლები არიან ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების. ასევე მათი პირის ღრუს და თავის ქალის მიხედვით მსჯელობენ რომ ისინი არიან ჰომო ერეგასტერების შთამომავლები.

კვლევები გვთავაზობს შემდეგ სცენარს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო მათი განვითარება და ურთიერთობა სხვა სახეობებთან მიმართებაში: ჰომო ერეგასტერებმა წარმოშვეს ჰომო ანტესესორები აფრიკაში. დაახლოებით მილიონი წლის წინ ისინი ახლო აღმოსავლეთიდან გავრცელდნენ და გაიფანტნენ ევროპაში. ევროპაში ისინი განვითარდნენ და ჩამოყალიბნენ ჰაიდელბერგელ ადამიანებად, რომლებიც ნეანდერტალელების წინაპრები იყვნენ. აფრიკაში ისინი ჰომო საპიენსებად განვითარდნენ ამოუცნობი სახეობების მეშვეობით, ასევე უნდა ითქვას, რომ ისინი წარმოდგენილნი იყვნენ ბოდო და კაბვუეს ჩონჩხით. თანამედროვე ადამიანამდე განვითარებაში ჰაიდელბერგელი ადამიანის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. აფრიკული ჰაიდელბერგელ ადამიანს დასჭირდა სახელის შეცვლა ჰომო როდენსიენსზე, რადგან ისინი წარმოდგენილნი იყვნენ კაბვუს ჩონჩხით.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]