ჰომოზიგოტურობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰომოზიგოტურობა — ორგანიზმის მემკვიდრული აპარატის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ჰომოლოგიური ქრომოსომები გენის ერთსა და იმავე ფორმას (ალელი) შეიცავენ. ტერმინი ჰომოზიგოტურობა შემოიღო ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ბეტსონმა 1902 წელს. ჰომოზიგოტურობა (AA ან aa) მიიღება ერთნაირი (A ან a) ალელის მქონე გამეტების შერწყმით. ჰომოზიგოტურობა ორგანიზმის სტრუქტურასა და ფუნქციაში (ფენოტიპი) განაპირობებს რეცესიული გენების გამოვლენას, რომელთა მოქმედება ჰეტეროზიგოტულობისას ითრგუნება დომინანტური ალელების ზემოქმედებით. ჰომოზიგოტურობას ჰიბრიდოლოგიური ანალიზის სპეციფიკა, ე.წ. საანალიზო შეჯვარებით (საკვლევ ინდივიდს უჯვარებენ რეცესიულ ფორმას) ადგენენ. უკიდურესი ჰომოზიგოტურობა ვლინდება აგამიურ (მხოლოდ უსქესოდ მრავლდებიან) ფორმებში, თვითმტვერია მცენარეებსა და თვითდამთესლავ ჰერმაფროდიტულ ცხოველებში. ჰომოზიგოტურობა მცირე პოპულაციებში განაპირობებს გენთა დრეიფს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]