ჰომოგამეტურობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰომოგამეტურობაცალსქესიანი ცხოველებისა და ორსახლიანი მცენარეების (მდედრი ან მამრი) სქესი, რომელშიც სასქესო ქრომოსომების მიხედვით გენეტიკურად მსგავსი გამეტები წარმოიქმნება. ჰომოგამეტური სქესის ინდივიდებს ერთნაირი სასქესო ქრომოსომები აქვთ. ამდენად, მეიოზში მათი განრიდებისას გამეტები ერთნაირია. ჰომოგამეტურობა ახასიათებს ყველა ძუძუმწოვრის, მათ შორის ადამიანის, ზოგიერთი ქვეწარმავლის, ამფიბიების და თევზების, უხერხემლო ცხოველებისა და ორსახლიანი მცენარეების უმეტესი ნაწილის მხოლოდ მდედრობით სქესს. გამონაკლისის ფრინველები, ზოგიერთი ქვეწარმავალი, ამფიბია და თევზები, რომელშიც ჰომოგამეტურობა მხოლოდ მამრობითი სქესისათვის არის დამახასიათებელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]