ჰოლი სმეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოლი სმეილი
დაბადების თარიღი 7 დეკემბერი, 1981(1981-12-07)[1] (42 წლის)
დაბადების ადგილი ინგლისი
საქმიანობა რომანისტი, საბავშვო მწერალი და მწერალი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ბრისტოლის უნივერსიტეტი
ჟანრი მოზარდთა ლიტერატურა
ჯილდოები ვოთერსთოუნის საბავშვო წიგნის პრემია
საიტი holsmale.wix.com/the-write-girl2

ჰოლი სმეილი (დ. 7 დეკემბერი 1981) — ბრიტანელი მწერალი. მისი პირველმა გამოქვეყნებულმა წიგნმა - გიკი გოგო, მოიგო 2014 წლის waterstone-ის საბავშვო წიგნის პრიზი და დასახელდა Roald Dahl Funny Prize 2013 გამარჯვებულად. სმეილმა დაწერა 6 ნაწილიანი თინეიჯერული წიგნების სერია გიკი გოგო. მისი ბოლო ნაწილი - სამუდამოდ გიკი გამოქვეყნდა გამომცემლობა HarperCollins - ის მიერ 2017 წლის მარტში. 2018 წლის მაისში, სმეილი თბილისში ჩამოვიდა და გამართა თავისი წიგნის პრეზენტაცია.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლი სმეილი დაიბადა 1981 წლის 7 დეკემბერს ინგლისში. პატარაობიდანვე უყვარდა წიგნების კითხვა და წერა. მან თქვა, რომ მისი ბავშვობის გამოცდილებამ, კერძოდ კი ბულინგმა იქონია გავლენა მისი ნაწარმოებების თემატიკაზე. 15 წლის ასაკში, სმეილი ლონდონის სამოდელო სააგენტომ აიყვანა და ის გახდა მოდელი. მოდელი 2 წლის განმავლობაში იყო და ინტერვიუებში განაცხადა, რომ არ იღებდა სიამოვნებას ამ საქმის კეთებით.[3] [4][5] სმეილმა ისწავლა ბრისტოლის უნივერსიტეტში, ხელოვნების ბაკალავრიატზე ინგლისური ლიტერატურის განხრით, კერძოდ შექსპირი შეისწავლა. მრავალი სამსახური ჰქონდა, რაც მოიცავდა ინგლისურის მასწავლებლის პოზიციას იაპონიაში, აქედან გამომდინარე უმოგზაურია მრავალ ადგილას.

გიკი გოგოს წიგნების სერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანაფიქრში ტრილოგია, გიკი გოგო 6 ნაწილიანი წიგნების სერიაა. იუმორისტული წიგნები მოგვითხრობს 15 წლის ნერდი ჰარიეტ მანერსის ცხოვრებას, რომელიც მოდელობას ცდის საკუთარი თავის „ხელახლა შესაქმნელად“. წიგნების სერიის პირველმა წიგნმა - გიკი გოგო მიიღო დადებითი შეფასებები და შეფასდა 2013 წლის ნომერ 1 სადებიუტო თინეიჯერული ფიქციის წიგნად გაერთიანებულ სამეფოში. მან მოიგო 2014 წლის Waterstone-ის საბავშვო წიგნის პრიზი ახალგაზრდა ზრდასრულის კატეგორიაში. მან ასევე მიიღო 2014 წლის Leeds-ის წიგნის the Queen of Teen ჯილდო 11-14 ასაკობრივ კატეგორიაში, დასახელდა 2013 წლის Roald Dahl Funny Prize და the Branford Boase Award 2014 გამარჯვებულად.

  • 2013 - გიკი გოგო
  • 2013 - გიკი გოგო: მოდელობისათვის შეუფერებელი
  • 2014 - გიკი გოგო: ყველაზე ფოტოგენური
  • 2015 - გიკი გოგო: ყველაფერი, რაც ბრწყინავს
  • 2016 - გიკი გოგო: თავდაყირა
  • 2017 - გიკი გოგო: სამუდამოდ გიკი

მსოფლიო წიგნის დღისათვის 2015 წელს, სმეილმა ასევე დაწერა დამატებითი სპინ-ოფ წიგნი სახელად გიკის დრამა მოდელობისათვის შეუფერებელსა და ყველაზე ფოტოგენურს შორის. ასევე სმეილმა დაწერა მთავარი სერიის გარეთ საშობაო All Wrapped Up, რომელიც გამოქვეყნდა 2015 წელს და საზაფხულო Sunny Side Up, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა.

ვალენტინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის თებერვალში სმეილმა გამოაქვეყნა Happy Girl Lucky, ახალი წიგნის სერიის პირველი წიგნი, სამი დის - ჰოუპ, მერსისა და ფეითის შესახებ. მათ ყველაფერი აქვთ - ცნობადობა, წარმატება, ფული და სილამაზე, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა ჰოუპს ყველაზე მეტად სიყვარული უნდა და არ აინტერესებს რამდენი ძებნა დასჭირდება ჭეშმარიტი სიყვარულის საპოვნელად. ცხოვრება არ გავს ფილმს, მაშინაც კი თუ ვალენტინი ხარ. [6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]