ჰოლეშოვი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ჰოლეშოვი Holešov | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | ზლინი | ||||
| შიდა დაყოფა | Dobrotice[1] , Količín[1] , Tučapy[1] , Všetuly[1] , Žopy[1] და Holešov | ||||
| კოორდინატები | 49°20′00″ ჩ. გ. 17°34′42″ ა. გ. / 49.33333° ჩ. გ. 17.57833° ა. გ. | ||||
| მმართველი | Milan Fritz[2] | ||||
| პირველი ხსენება | 1141 | ||||
| ფართობი | 33,95 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 232 მ | ||||
| მოსახლეობა | 11 616[3] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 342,1 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 769 01 | ||||
| საავტომობილო კოდი | Z | ||||
| ოფიციალური საიტი | holesov.cz | ||||
ჰოლეშოვი (ჩეხ. Holešov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. მდებარეობს კრომერჟიჟის რაიონში. ქალაქში კარგად შემონახული ისტორიული ცენტრი და ციხესიმაგრეა. ჰოლეშოვი 6 მუნიციპალიტეტისგან შედგება.[4]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის სახელწოდება სლავური წარმოშობის მამაკაცის სახელიდან, "ჰოლეშიდან" მომდინარეობს. მისი ისტორია შუა საუკუნეებში იწყება და იმ პეიროდისთვის სოფლის მთავრები განაპირობებდნენ მათ ტოპონიმიკას.[5]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰოლეშოვი რეგიონალურ დედაქალაქ ზლინიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული. ქალაქში პატარა მდინარე რუსავა მიედინება. ქალაქის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილები ვაკეზეა გაშენებული, ჩრდილოეთით მდებარე დობროტიცეს მუნიციპალიტეტის ტერიტორია კი შედარებით მთაგორიანია. ჰოლეშოვის ყველაზე მაღალი წერტილი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილშია, მას ლისინას მთა ეწოდება და ზღვიდ დონიდან 598 მეტრზე მდებარეობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ჰოლეშოვი წერილობით წყაროებში პირველად 1141 წელს იხსენიება. ის ინდრიხ ზდიკის სიგელშია ნახსენები და იმ პერიოდისთვის ოლომოუცის საეპისკოპოსოში შემავალი სავაჭრო სოფელია. 1300 წლიდან 1322 წლამდე სოფელი ჰოლეშოვი ქალაქად ჩამოყალიბდა.[6] XIV საუკუნის მეორე ნახევარში ჰოლეშოვი შტერნბერგების საგვარეულოს საკუთრებაში იყო. XVI საუკუნის ბოლოს ქალაქი კარელ უფროსი ჟეროტინის საკუთრება გახდა, მოგვიანებით კი ლადისლავ IV ლობკოვიცის კუთვნილებაში აღმოჩნდა.

1574 წელს ადგილობრივი გოტიკური ციხესიმაგრე რენესანსულ რეზიდენციად გადაკეთდა. ჰოლეშოვი მნიშვნელოვნად დაზარალდა ოცდაათწლიანი ომის დროს — 1643 წელს ციხესიმაგრე და ქალაქის ორი მესამედი დაიწვა. 1650 წლიდან 1762 წლამდე ჰოლეშოვი როტალების ოჯახს ეკუთვნოდა. მათი მმართველობის პერიოდში ქალაქი საფუძვლიანად აღდგა, ამ დროს აშენდა გრანდიოზული სასახლე ბაროკოს სტილის ფრანგული ბაღით და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.
ებრაული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1454 წელს დიდი სამეფო ქალაქებიდან ებრაელების დევნა დაიწყეს, სწორედ ამ პერიოდიდან მოიმატა ებრაელთა რაოდენობამ ჰოლეშოვში. პირველი წყაროები ებრაელების აქ დასახლების შესახებ 1391 წლით თარიღდება.

XVII საუკუნეში ჰოლეშოვში მოღვაწეობდა რაბინი შახი, რომელიც გარდაცვალებამდე ადგილობრივი თემის რაბინი იყო. 1849 წლიდან 1918 წლამდე ებრაულ თემს ქალაქისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაცია ჰქონდა მინიჭებული და ისინი საკუთარ საქმეებს თავად განაგებდნენ.[7] ამ პერიოდში ებრაელთა თემი მონაწილეობდა ქალაქის ინდუსტრიალიზაციაში და მათ რიგებში იყვნენ წარმატებული მეწარმეები. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლეშოვის ებრაული მოსახლეობა თითქმის მთლიანად განადგურდა ჰოლოკოსტის შედეგად. ქალაქში თავდაპირველად ხის სინაგოგა იდგა, რომელიც 1560 წელს დაიწვა. 1893 წელს ქალაქში შემდეგი, ახალი სინაგოგა აშენდა, რომელიც 1941 წელს ნაცისტებმა დაანგრიეს. დღეს ქალაქში შემორჩენილია რაბინი შახის სახელობის სინაგოგა. შახის სინაგოგის მშენებლობა 1570 წელს დასრულდა და ის ერთ-ერთი უძველესი სინაგოგაა მორავიაში.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Deník — Vltava Labe Media, 2023.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ Public Census 2021 – basic data cs. Public Database. Czech Statistical Office (2022).
- ↑ Rohanová, Jana. (2010-12-18) Hůl nebo stromy, názvy obcí vznikaly všelijak cs. Deník.cz. ციტირების თარიღი: 2024-09-18
- ↑ Historie cs. Město Holešov. ციტირების თარიღი: 2021-12-15
- ↑ Vývoj židovské obce v Holešově cs. Holešov jinýma očima. ციტირების თარიღი: 2025-03-07
- ↑ Šachova synagóga cs. Holešov jinýma očima. ციტირების თარიღი: 2021-12-15