ნიდერლანდური ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰოლანდიური ვიკიპედია)
ვიკიპედიის ნიშანი ნიდერლანდური ვიკიპედია
Nederlandstalige Wikipedia
განყოფილების ლოგო
მისამართი: nl.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ნიდერლანდური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის 19 ივნისი
სტატიების რაოდენობა: 2 154 027
გვერდების რაოდენობა: 4 617 108
რედაქტირებების რაოდენობა: 67 074 775
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 1 333 629
აქტიური მომხმარებელი: 3 844
ადმინისტრატორი: 34
სიღრმე: 19

ნიდერლანდური ვიკიპედია (ნიდერლ. Nederlandstalige Wikipedia) — ვიკიპედიის განყოფილება ნიდერლანდურ ენაზე. 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, იგი მეოთხე უდიდესი ვიკიპედიაა და შეიცავს 1 016 000 სტატიას. ამავე დროს ის მეოთხე ვიკიპედია იყო, რომლის სტატიებმაც 1 მილიონს გადააჭარბა, ინგლისური, გერმანული და ფრანგული ვიკიპედიების შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდური ვიკიპედია 2001 წლის 19 ივნისს გაეშვა და 2005 წლის 14 ოქტომბერს სტატიათა დაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. მან ოდნავ გადაასწრო მეექვსე უდიდეს განყოფილებას, პოლონურ ვიკიპედიას, მაგრამ შემდეგ მერვე ადგილზე გადაინაცვლა. 2006 წლის 1 მარტს, ერთ დღეში დაეწია შვედურ და იტალიურ ვიკიპედიებს და მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. 2008 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა 500 000-ე სტატია.[1] 2006 წელს, Multiscope-ს კვლევების ჯგუფის თანახმად, ნიდერლანდური ვიკიპედია დასახელდა მესამე საუკეთესო ნიდერლანდურენოვან საიტად Google-სა და Gmail-ის შემდეგ.[2]

ნიდერლანდურ ვიკიპედიას უმსხვილესი მაჩვენებელი აქვს 10 უდიდეს ვიკიპედიას შორის ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებზე სტატიათა რაოდენობის გადაანგარიშებით. 2006 წლის მაისის დასაწყისში, ერთ დღეში საშუალოდ 1 000 სტატია იქმნებოდა, მაგრამ ამის შემდეგ ეს მაჩვენებელი დაეცა და დღეში 250 სტატიას შეადგენდა. უდიდესმა მაჩვენებელმა 2007 წლის სექტემბერში მიაღწია, როდესაც დღეში საშუალოდ 2 000 ახალი სტატია იქმნებოდა. მიუხედავად ამისა, ეს რიცხვი ყოველთვის უბრუნდებოდა მინიმალურ მაჩვენებელ 250-ს. 2011 წლის ოქტომბერში, რამდენიმე ბოტმა 11 დღეში 80 000 ახალი სტატია შექმნა (სტატიათა მთლიანი რაოდენობის 10%).[3][4] ნიდერლანდური ვიკიპედიის მემილიონე სტატია 2011 წლის დეკემბერში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც ბოტების აქტიურობის მეორე ტალღის შედეგად 10 დღეში 100 000 ახალი სტატია შეიქმნა.

სტატიათა რაოდენობის ზრდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Date სტატიათა რაოდენობა [5] სტატიები დღეში
19-06-2001 1 1
03-08-2003 10,000 13
07-02-2004 20,000 53
27-06-2004 30,000 71
08-11-2004 40,000 75
27-01-2005 50,000 125
23-03-2005 60,000 182
16-05-2005 70,000 185
17-07-2005 80,000 161
07-09-2005 90,000 192
14-10-2005 100,000 270
30-11-2005 110,000 213
05-01-2006 120,000 278
06-02-2006 130,000 313
01-03-2006 140,000 435
18-03-2006 150,000 588
02-04-2006 160,000 667
13-04-2006 170,000 909
28-04-2006 180,000 667
08-05-2006 190,000 1,000
24-05-2006 200,000 625
04-07-2006 210,000 244
16-08-2006 220,000 233
28-09-2006 230,000 233
16-11-2006 240,000 204
26-12-2006 250,000 250
01-01-2007 260,000 1,667
05-02-2007 270,000 286
04-03-2007 280,000 370
18-04-2007 290,000 222
28-05-2007 300,000 250
20-06-2007 310,000 434
22-07-2007 320,000 313
27-08-2007 330,000 278
10-09-2007 340,000 714
15-09-2007 350,000 2,000
25-09-2007 360,000 1,000
11-10-2007 370,000 625
17-11-2007 380,000 270
25-12-2007 390,000 263
17-01-2008 400,000 435
18-02-2008 410,000 323
30-11-2008 500,000 315
30-07-2009 550,000 205
30-04-2010 600,000 182
07-11-2010 650,000 262
19-06-2011 700,000 222
18-09-2011 750,000 549
22-10-2011 800,000 1,471
31-10-2011 850,000 5,555
07-12-2011 900,000 1,351
17-12-2011 1,000,000 10,000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 500.000e artikel (website in Dutch language), retrieved December 7, 2008
  2. Nederlandse Wikipedia groeit als kool (Website in Dutch Language), Recovered 27 December 2006
  3. List of Wikipedias on 20 October 2011
  4. List of Wikipedias on 31 October 2011
  5. Statistics of the Dutch Wikipedia on nl.wikipedia.org, retrieved October 21, 2011


ვიკიპედია
ვიკიპედია

ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
ნიდერლანდურ ენაზე
Nederlandstalige Wikipedia