ჰოთ-დოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Hot dog 1.jpg

ჰოთ-დოგი ან ჰოთდოგი (ინგლ. ცხელი ძაღლი) - ორთქლზე მომზადებული, მოხარშული ან შემწვარი სოსისი გაჭრილ პურში. ტრადიციულად გამოიყენება ვენის ან ფრანკფურტის, ძროხის, ღორის ან შერეული ხორცის სოსისი - ყველაზე დაბალი ფასი ქათმის და ინდაურის ჰოთ-დოგს აქვს. პოპულარული სოუზებია კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი და ყველის სოუზი, შეიძლება დაემატოს ხახვი, ყველი, ჰალაპენიო, ჩილი, პაპრიკა, ზეთისხილი ან ბეკონი. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, არსებობს მომზადების წესის უამრავი ვარიაცია სხვადასხვა ინგრედიენტების გამოყენებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოსისის დამზადება პირველად გერმანიაში დაიწყეს[1], სადაც წარმოიშვა მისი დღევანდელი ჰოთ-დოგისთვის პოპულარული სახეობები, თუმცა პურის გამოყენება მოგვიანებით დაიწყეს. სოსისი პოპულარული კერძი იყო, ხშირად მზადდებოდა კორონაციებისთვის. გერმანიაში და სხვა გერმანულენოვან ქვეყნებში ჰოთ-დოგს ვენური ან ფრანკფურტული სოსისის სახელი აქვს (Wiener, Frankfurter). აგრეთვე სიტყვა ჰოთ-დოგი სხვა ქვეყნებში ხანდახან თვითონ სოსისს აღნიშნავს. ყველაზე გავრცელებული ვერსიით თანამედროვე ჰოთ-დოგი შეერთებულ შტატებში გამოიგონა ფრანკფურტელმა იმიგრანტმა ფეხტვანგერმა. მის შესახებ არსებობს სხვადასხვა ლეგენდა, ერთ-ერთის თანახმად ის შემწვარ სოსისს ქუჩაში ყიდდა და მყიდველებს ხელთათმანებს აძლევდა, რომ ხელები არ დასწვოდათ, მაგრამ მათ ხშირად მათი დაბრუნება ავიწყდებოდათ და ის ფულს კარგავდა, მისმა ცოლმა კი შესთავაზა ხელთათმანების გაცემის მაგივრად სოსისი პურში ჩაედოთ. ხელთათმანების პურით შეცვლით მოტივი ასე თუ ისე ფეხტვანგერთან დაკავშირებულ სხვა ლეგენდებშიც გვხვდება. სხვა ვერსია გამოგონებას ამერიკელ ჩარლზ ფელტმენს უკავშირებს, რომელიც ლეგენდის თანახმად ქუჩაში ყიდდა სოსისს პურში, შემდეგ კი რესტორანი გახსნა და ბიზნესი გაზარდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა dog ჯერ კიდევ XIX საუკუნედან გამოიყენება როგორც სოსისის სინონიმი, რადგან სოსისის დამზადებლებს ძაღლის ხორცის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ, ხშირად საფუძვლიანად. XX საუკუნეში გერმანიაში ძაღლის ხორცის საკვებად მიღება გავრცელებული პრაქტიკა იყო[2]. სიტყვათა შერწყმა "hot dog" პირველად ამერიკულ გაზეთებში გაჩნდა ქუჩის სოსისის ასაღწერად.

შეერთებულ შტატებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკაში ჰოთ-დოგი განსაკუთრებით პოოულარულია. წლიურად ამერიკელები 20 მილიარდ ჰოთ-დოგს მოიხმარენ[3], ყველაზე პოპულარული სოუზი შტატებში მდოგვია, სამხრეთ შტატებში ჩილიც. მას ყიდიან ქუჩაში, ტრასაზე, ფეხით მოსიარულე გამყიდვლები ყიდიან აპორტულ ღონისძიებებზე, მაღაზიებში ჰოთ-დოგს სითბოს მოტრიალე გრილზე უნარჩუნებენ, რესტორნებში გვხვდება საბავშვო მენიუში. სწრაფი კვების ობიექტები ერიდებიან მენიუში ჰოთ-დოგის დამატებას, რადგან ის სხვა პროდუქტებთან შედარებით ნაკლებ ხანს ინახება და მოითხოვს მეტ ინგრედიენტს. გამოირჩევა ნიუ-იორკული ჰოთ-დოგი - ძროხის ხორცის სოსისით, მჟავე კომბოსტოთი და ყავისფერი მდოგვით, ხანდახან ხახვით. ნიუ-ჯერსი გამოირჩევა ძლიერად შემწბარი ჰოთ-დოგით წიწაკით, კარტოფილით და ხახვით, ჩიკაგო კი ჰოთ-დოგით მარცვლოვან პურში მდოგვით, პამიდორით და წიწაკით.

რისკი ჯამმრთელობისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმის, რომ ქარხნული წარმოების ჰოთ-დოგი გაყინვამდე იწვება, რეკომენდირებულია მისი გაცხელება საკვებად მიღებამდე მიკრობების მოსაკლავად. ჰოთ-დოგი მდიდარია მარილით და ცხიმებით, ქარხნული შეიცავს კონსერვანტებს. ჰოთ-დოგის ყოველდღიური მოხმარება ზრდის კიბოს გაჩენის რისკს.[4] დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]