ჰოვჰანეს ბაჩკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოვჰანეს ბაჩკოვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 2 დეკემბერი, 1992(1992-12-02) (31 წლის)
დაბ. ადგილი გიუმრი
სიმაღლე 173[1]
წონა 64[1]
ქვეყანა სომხეთი

ჰოვჰანეს ბაჩკოვი (სომხ. Հովհաննես Բաչկով; დ. 2 დეკემბერი, 1992, გიუმრი) — სომეხი მოკრივე, მონაწილეობდა მსუბუქ და პირველ საშუალო წონით კატეგორიებში. ის არის სომხეთის კრივის ეროვნულ ნაკრების წევრი 2008 წლიდან. 2019 წლის ევროპული თამაშების ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, 2017 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებული და მედალოსანი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე რიო-დე-ჟანეიროში. 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოვჰანეს ბაჩკოვი დაიბადა 1992 წლის 2 დეკემბერს შირაქის რაიონის ქალაქ გიუმრიში. ის სწავლობდა ადგილობრივ საშუალო სკოლაში, ასევე ცხოვრობდა ადლერში ორი წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მან აქტიურად დაიწყო კრივზე სიარული შვიდი წლის ასაკში, ბიძაშვილის მაგალითზე. მისი მწვრთნელები იყვნენ რუდიკ მკრტჩიანი და კარენ კაზარიანი.

2008 წელს მან მოახერხა პირველი წარმატების მიღწევა. მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ბულგარეთში გამართულ იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე. ორი წლის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, აიღო ვერცხლი დანი პოზნიაკის თასზე ლიეტუვაში. 2011 წელს მან მოიგო გაგიკ ცარუკიანის სახელობის ტურნირი, მოხვდა სომხეთის ნაკრების მთავარ სიაში და მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბაქოში, სადაც დამარცხდა 1/32 ფინალში.

2013 წელს ის გახდა სომხეთის ჩემპიონი მსუბუქი წონით კატეგორიაში, იასპარეზა მინსკში ევროპის ჩემპიონატზე და ალმა-ატაში მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ მოახერხა მედლის მოპოვება.

2014 წელს ხელახლა მოიგო სომხეთის ჩემპიონატი.

2015 წელს მან ზედიზედ მესამედ მოიპოვა სომხეთის ჩემპიონატის ოქრო. მან მონაწილეობა მიიღო სამოკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატში - აქ გავიდა მეოთხედფინალურ ეტაპზე, დამარცხდა ლიტველ ევალდას პეტრაუსკასთან. ამავე დროს, მსოფლიო ჩემპიონატზე დოჰაში იმავე მეოთხედფინალში, იგი დაამარცხა კუბელმა იასნიელ ტოლედომ.

ბაჩკოვმა დაიკავა პირველი ადგილი ვენესუელაში ჩატარებულ ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირში და ამის წყალობით მას მიენიჭა უფლება დაიცვას ქვეყნის ღირსება 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. თამაშებზე საშუალო წონით კატეგორიაში პირველ შეხვედრაში დაამარცხა ვენესუელის წარმომადგენელი ლუის არკონა, 1/16 ფინალში ანგარიშით 1:2 იგი დაამარცხა ჩინელმა ჰუ ქიანსუნმა.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ბაჩკოვი დარჩა სომხეთის კრივის ნაკრების მთავარ გუნდში და განაგრძო მონაწილეობა მსხვილ საერთაშორისო ტურნირებში. 2017 წელს მან დაამარცხა ყველა მეტოქე ხარკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და მოიპოვა ოქროს მედალი. ამავე წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე ჰამბურგში.[2][3][4].

2019 წელს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

2021 წელს ტოკიოში, იაპონიაში გამართულ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Olympedia — 2006.
  2. По материалам базы данных amateur-boxing.strefa.pl
  3. Армянский боксер Оганес Бачков стал чемпионом Европы. panarmenian.net (2017-06-24). ციტირების თარიღი: 2017-07-08.
  4. Армянский боксер Оганес Бачков завоевал бронзу на чемпионате мира. Sputnik (2017-08-31). ციტირების თარიღი: 2017-07-08.