ჰოვგორდენი
| ბირკა და ჰოვგორდენი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | monument in Fornminnesregistret და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii, iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1993 (მე-17 სესია) |
| ნომერი | 555 |
![]() | |
ჰოვგორდენი (შვედ. Hovgården) — სავარაუდო ადგილმდებარეობა შუა საუკუნეების სვეების მმართველის სასახლისა კუნძულ ადელსიოზე (მელარენის ტბა შვედეთში).
არ არის გამორიცხული, რომ მეზობელ კუნძულ ბიორკიოზე შვედეთის უდიდესი ბაზარი ყოფილიყო განლაგებული, რომელიც ლათინ ავტორებს ბირკის სახელით აქვთ მოსხენიებული, და კონუნგს თავისი ჰოვგარდენის სიმაგრიდან ედევნებინა ბაზრისთვის თვალყური.

XX საუკუნის დამდეგს შვედმა არქეოლოგებმა გახსნეს 124 სამარხი და ორი ე.წ. სამეფო ყორღანი, რაც ჰოვგორდენში მეფის მამულის არსებობას შეიძლება მიუთითებდეს IX საუკუნის დასაწყისიდან XI საუკუნის შუახანებამდე, ანუ მაშინაც კი, როდესაც ბიორკიოს ბაზარს ყველანაირი მნიშვნელობა ჰქონდა უკვე დაკარგული.
XIII საუკუნეში მაგნუს III-მ ჰოვგორდენში აგურის სასახლე ააგო, რომელიც არ შემორჩენილა. სიძველის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი იშვიათი ძეგლია არქეოლოგიური აღმოჩენების ზონიდან ოდნავ მოშორებული XII საუკუნის ეკლესია. აქვეა ჰოვგარდენის რუნიკული ქვა ნომრით U 11 იგივე ჰაკონ წითურის ქვა, რაც დაახლოებით XI საუკუნით თარიღდება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Birka and Hovgården იუნესკოდან
- ბირკა და ჰოვგორდენი დაარქივებული 2006-07-18 საიტზე Wayback Machine.
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 555 ინგლ. • რუს. • ფრ. |
| |||||||
