ჰოვავარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰოვავარტი
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
თვისებები
წონა მამრი 35-40 კგ.
მდედრი 30-35 კგ.
სიმაღლე მამრი 63-70 სმ.
მდედრი 58-65 სმ.
ბეწვი ხორბლისფერი,შავი,ჟღალი.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ჰოვავარტი (გერმ. Hovawart) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი გერმანიაში შუა საუკუნეები/XX საუკუნეში.

მოდარაჯე ძაღლი „Hofwarth“ პირველად ნახსენებია 1220 წელს ეიკე ფონ რეპგოვის ნაწარმოებში. XV საუკუნით დათარიღებულ წყაროებში აღწერილია და გამოსახულია ძაღლები, რომლებიც ქურდებს ეძებენ. თანამედროვე ჰოვავარტი XX საუკუნეში აღდგენილი უძველესი მოდარაჯე ძაღლია. ჰოვავარტი არის XX საუკუნის გერმანელი სელექციონერების მუშაობის კლასიკური ნიმუში. ენთუზიასტების ჯგუფი ცდილობდა აღედგინა შუა საუკუნეების მოდარაჯე ძაღლი და ამ მიზნით გამოიყენეს გერმანიის მთიანი რაიონების (შვარცვალდი და ჰარცი) ფერმებიდან საგანგებოდ გადარჩეული მოდარაჯე ძაღლები, ასევე, როგორც ჩანს, გამოიყენეს უნგრული კუვასი, გერმანული ნაგაზი და ნიუფაუნდლენდი. ამ მუშაობის შედეგად მიიღეს ეს მუშა ჯიში, რომელიც პირველად დარეგისტრირდა 1936 წელს. ჰოვავარტი ურთიერთობაში თავშეკავებული, თუმცა ოჯახის სასიამოვნო ძაღლია. იშვიათად, მაგრამ მაინც, ჯიშის ზოგიერთ წარმომადგენელს კბენისკენ აქვს მიდრეკილება.

ჰოვავარტი ადვილად იწვრთნება, კარგად უძლებს სიცივეს, ადვილად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს. კარგი მოდარაჯეა. აქვს სამკუთხა ყურები, ძლიერი, სწორი, წინა ფეხები, ძლიერი, ფართო თავი. ბალნით დაფარული გრძელი კუდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: