ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე
გერმ. Burg Hohenzollern
კოორდინატები 48°19′24″N 8°58′04″E / 48.323333° ჩ. გ. 8.967778° ა. გ. / 48.323333; 8.967778
მდებარეობა ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანია
არქიტექტორი ფრიდრიხ ავგუსტ შტიულერი
სტილი ნეოგოთიკა
დაწყების თარიღი 1850
დასრულების თარიღი 1867
თარიღდება XIX საუკუნე

ჰოენცოლერნის ციხესიმაგრე (გერმ. Burg Hohenzollern) — უძველესი ციხესიმაგრე ბადენ-ვიურტემბერგში, შტუტგარტიდან სამხრეთით 50 კილომეტრში. შუა საუკუნეებში პრუსიისა და ბრანდენბურგის მმართველი დინასტიის, ჰოენცოლერნების სამემკვიდრეო მამული, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. ციხესიმაგრე განთავსებულია მთის თხემზე ზღვის დონიდან 855 მეტრზე და მდებარეობს დასახლებული პუნქტების ეხინგენისა და ბიზინგენის ახლოს.

შუა საუკუნეების ეს ციხე-დარბაზი პირველად 1267 წელს იხსენიება, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქ სიმაგრე უფრო ადრე, XI საუკუნეში ააგეს. XV საუკუნეში, რომის საღვთო იმპერიის ჯარების მიერ შვაბიის თავისუფალი ქალაქების ხანგრძლივი ალყის შემდეგ, 1423 წლის 15 მაისს სიმაგრე აიღეს და მთლიანად დაანგრიეს.

მეორე ციხე-დარბაზი 1454-1461 წლებში აშენდა და ჰოენცოლერნების შვაბიური შტოს რეზიდენციას წარმოადგენდა. ოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) დროს ამ ციხესიმაგრეს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ჩვენამდე სრული სახით მოაღწია მესამე ციხე-დარბაზმა, რომელიც პრუსიის კრონპრინცმა (შემდგომში მეფემ) ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მ ააგო 1850-1867 წლებში არქიტექტორ ფრიდრიხ ავგუსტ შტიულერის ხელმძღვანელობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Patrick Glückler. Burg Hohenzollern. Kronjuwel der Schwäbischen Alb. — Hechingen: Reclam, 2002. — ISBN 3925012346.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]