ჰოგევანქის მონასტერი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჰოგევანქის მონასტერი}} |
ჰოგევანკის მონასტერი - (სომხურად: Հոգեվանք) მდებარეობს სოფელ სარნაჰბიურთან ახლოს, სომხეთის შირაკის პროვინციაში[1] მონასტერი ასევე ცნობილია შემდეგი სახელებით: „ძორაგიურგის ვანკი“ (Ձորագյուղի վանք) და „კარმირ ვანკი“ (Կարմիր վանք).
წმინდა კარაპეტის ეკლესია (Սբ. Կարապետ), რომელიც აიგო 1205, არის მთავარი სამლოცველო, სამონასტრო კომპლექსში. მაგრამ, ჩრდილეთის შემოსავლელის ზედა კუთხეში, წარწერის მიხვედით, თავდაპირველად ეკლესის იყო წმინდა სტეფანოსის(Սբ. Ստեփանոս) სახელის.
სამლოცველოს აქვს ორი შესასვლელი: დასავლეთისა და ჩრდილოეთის. აღმოსავლეთ მხარეს ნახევარწრიულად განლაგებულ მთავარ საკურთხეველს ორივე მხრიდან, მართი კუთხით, თაღოვანი და ღიად გამოყოფილი საკურთხევლის ოთახები ეკვრის. ეკლესიის გუმბათი ცილინდრული ყელის ფორმისაა.[2] 1939 წლის მიწისძვრის შედეგად გუმბათი განადგურდა, რომელიც 1980 წელს აღადგინეს. თავდაპირველად ეკლესია აშენებული იყო წითელი, გაპრიალებული ტუფის ქვით, ხოლო რესტავრაციის პერიოდში გამოყენებულ იქნა შავი და ყავისფერი ტუფის ქვებიც. ამასთან ერთად, გარე კედლებს ამშვენებს წარწერები.[3]
ეკლესიის შიგნით შემორჩენილია ოთხწახნაგა, ნაკვეთი მემორიალური ნიშნები, რომლებიც IV და V საუკუნეებით თარიღდება. გარდა ამისა, აღმოჩენილია მრავალი გატეხილი ხაჩქარის (სომხური ქვის ჯვრების) ფრაგმენტი, რომლებიც XIII საუკუნით თარიღდება. თუმცა, მათი ასაკის გამო, წარწერები ამოუცნობია.
წმინდა კარაპეტის ეკლესიის ჩრდილოეთით, შემორჩენილია არის ჩამონგრეული კედლები V საუკუნის ერთნავიანი სამლოცველოსა და VII საუკუნის ოთხაფსიდიანი საწმინდარისა.[4]
გალერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმ. კარაპეტის ეკლესია აგებული 1205 წელს
- წმ. კარაპეტის ეკლესის გუმბათი, 1980 წლის რეკონსტუქცის მიხედვით
- გუმბათის ინტერიერი
- წმ. კარაპეტის ეკლესის ერთ-ერთი სვეტი
- წარწერები გარე კედელზე
- ნანრგევები, V საუკუნის ლაზარეთის, ჰოგევანკის მონასტერი
ციტირებული მასალა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hasratyan, Murad (1980) „Հոգեվանք [Hogevank]“, Հայկական սովետական համայնագիտարան [Soviet Armenian Encyclopedia]. Yerevan: Armenian Encyclopedia, გვ. 504.
- ↑ Grigoryan, Vahagn (1976). „Վաղ միջնադարի հայկական քառախորան հուշարձանները [Four Apsed Armenian Monuments of Early Medieval Era]“. ԼՀԳ [Լրաբեր հասարակական գիտութիւնների] (1).
- ↑ Yeghiazaryan, Hovsep (1975) Շիրակի լեռնահովտի պատմական հուշարձանները [Historical Monuments in the Shirak Canyon]. Yerevan.
- ↑ Grigoryan, Vahagn (1982) Հայաստանի վաղ միջնադարյան կենտրոնագմբեթ փոքր հուշարձանները [Diminutive Monuments of the Early Medieval Era of Armenia Featuring a Central Dome]. Yerevan.