ჰლუკი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ჰლუკი Hluk | |||||
|
ჰლუკის ციხესიმაგრე | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | ზლინი | ||||
| კოორდინატები | 48°59′17″ ჩ. გ. 17°31′36″ ა. გ. / 48.98806° ჩ. გ. 17.52667° ა. გ. | ||||
| მმართველი | დავიდ ჰაიეკი | ||||
| პირველი ხსენება | 1294 | ||||
| ფართობი | 28,39 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 222 მ | ||||
| მოსახლეობა | 4 254[1] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 149,8 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 687 25 | ||||
| საავტომობილო კოდი | Z | ||||
| ოფიციალური საიტი | mestohluk.cz | ||||
ჰლუკი (ჩეხ. Hluk) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის მხარეში. ჰლუკი უჰერსკე-ჰრადიშტეს რაიონში მდებარეობს.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰლუკის სახელწოდება ლათინური სიტყვა „hlucium”-იდან მომდინარეობს, ქართულად ეს სიტყვა „ხმაურს” ნიშნავს. ქალაქმა სავარაუდოდ ეს სახელწოდება ოკლუკის ხმაურიანი ღელის გაო მიიღო, რომელიც ჰლუკში მიედინება.[2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰლუკი ქალაქ ზლინიდან სამხრეთით 28 კილომეტრში მდებარეობს. ის რაიონულ ცენტრ უჰერსკე-ჰრადიშტედან 10 კილომეტრითაა დაშორებული. ჰლუკი ვიზოვიცეს მთიანეთში მდებარეობს. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 366 მეტრია ზღვის დონიდან. ქალაქში მიედინება პატარა მდინარე ოკლუკი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინფორმაცია ჰლუკის შესახებ ისტორიულ წყაროებში პირველად 1294 წელს ჩნდება. ამ წელს ის უფრო ფართო გეოგრაფიულ კონტექსტში მოიხსენიება და ლუცკე-პოლეს პროვინციის ნაწილია, თავად ჰლუკის ციხე კი პირველად 1303 წელსაა ნახსენები ისტორიულ ჩანაწერებში.[3]
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰლუკი მორავიის სლოვაკეთის კულტურულ რეგიონში მდებარეობს. ქალაქი ცნობილია ფოლკლორული ფესტივალით „მეფეთა ლაშქრობა“, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ის სამ წელიწადში ერთხელ, ივლისის პირველ შაბათ-კვირას იმართება. ეს ხალხური ტრადიცია ერთ გამორჩეულ ისტორიულ მოვლენას აღნიშნავს, როცა ბრძოლაში დამარცხების შემდეგ უნგრეთის მეფე მატიაშ ჰუნიადი ქალის ფორმაში გადაცმული გაიპარა ქალაქ ჰლუკიდან. ფესტივალის დროს ქუჩაში ფერადი ბაფთებით მორთული ცხენით ქალის სამოსში გამოწყობილ ბიჭუნას ჩამოატარებენ. მონაწილეები ეროვნულ სამოსში იმოსებიან. ფესტივალში ყოველთვის მონაწილეობს უცხოური და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების ასობით კოსტიუმირებული წევრი. ფესტივალის დროს იმართება სპილენძის ინსტრუმენტებით შესრულებული მუსიკალური წარმოდგენები.[4]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰლუკის ციხესიმაგრე ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. დღეს მასში განთავსებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ბიბლიოთეკა, საკონცერტო დარბაზი და სხვა კულტურული სივრცეები. რაიჩოვნას ქუჩაზე მდებარე ისტორიულ სახლებს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვთ. ისინი ნაგებია გამოუწვავი აგურით, კედლები დაფარულია ქერის და თიხის ნარევი ალიზით. ზედაპირი კირით არის შეღებილი. მათი გამომწვარი კრამიტის სახურავები წინათ ისლით იყო გადახურული. სახლებში გასული საუკუნეების ავეჯი და აქსესუარებია განთავსებული. ბაროკოს სტილის წმინდა ლავრენტის სამრევლო ეკლესია 1735-1741 წლებში აშენდა.[5]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კეტე ოდვოდი (1909–1997) - ავსტრიელი წინააღმდეგობის აქტივისტი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ O Hluku cs. Město Hluk. ციტირების თარიღი: 2020-10-05
- ↑ Historie města cs. Město Hluk. ციტირების თარიღი: 2020-10-05
- ↑ Jízda králů cs. Město Hluk. ციტირების თარიღი: 2021-12-09
- ↑ Historie kostela cs. Roman Catholic Parish of Hluk. ციტირების თარიღი: 2021-12-09