ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში (ინგლ. The Hitchhiker's Guide to the Galaxy) — იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნების სერია, რომელიც დაგლას ადამსმა შექმნა. თავდაპირველად, 1978 წელს, ის რადიოპრესა იყო და BBC Radio 4-ის ეთერში გადიოდა, შემდეგ კი სხვა ფორმატებშიც გადავიდა, როგორებიცაა სასცენო წარმოდგენები, ნოველები, იუმორისტული წიგნები, ტელესერიალი, ვიდეოთამაში და ფილმი.

„ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“ 2005 წლისთვის 30 ენაზე იყო ნათარგმნი[1][2]. 2017 წელს BBC Radio 4-მა დააანონსა 40 წლისთავის აღნიშვნა დირკ მეგსთან ერთად, რომელიც ერთ-ერთი პროდიუსერი იყო[3]. პირველი წიგნის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ, 2009 წელს, ადამსის ხუთწიგნიან სერიას ოუენ კოლფერმა შემატა მეექვსე წიგნი „კიდევ ერთი რამ...“ (ინგლ. And Another Thing...)[4].

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არტურ დენტი
  • ფორდ პრეფექტი
  • ზაფოდ ბიბლბროქსი
  • ტრილიანი
  • მარვინი
  • სლარტიბარტფასტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Simpson, M. J. (2005). The Pocket Essential Hitchhiker's Guide, Second, Pocket Essentials, გვ. 120. ISBN 978-1-904048-46-6. 
  2. „The Ultimate Reference Guide to British Popular Culture“. Oxford Royale. 23 November 2016.
  3. "The Hitchhiker’s Guide to the Galaxy to land back on Radio 4". BBC mediacentre, 13 December 2017.
  4. „New Hitchhiker's author announced“. BBC / bbc.co.uk. 16 September 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 September 2008. ციტირების თარიღი: 17 September 2008.