ჰიშამ ალ-ჰაშიმი
ჰიშამ ალ-ჰაშიმი | |
---|---|
მშობლიური სახელი | არაბ. هشام الهاشمي |
დაბადების თარიღი |
9 მაისი 1973 ბაღდადი, ერაყი |
გარდაცვალების თარიღი |
6 ივლისი 2020 ბაღდადი, ერაყი |
მოქალაქეობა | ერაყი |
საქმიანობა | პოლიტოლოგი |
ჰიშამ ალ-ჰაშიმი (არაბ. هشام الهاشمي; დ. 9 მაისი, 1973 — გ. 6 ივლისი, 2020) — ერაყელი ისტორიკოსი და მკვლევარი უსაფრთხოების, სტრატეგიული საკითხების და ექსტრემისტული ჯგუფების სფეროებში, ისლამური სახელმწიფოსა და მისი მხარდამჭერების საკითხთა ექსპერტი.[1] ასევე იყო ერაყის მთავრობის მრჩეველი ტერორიზმის წინააღმდეგ.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰიშამ ალ ჰაშიმი დაიბადა ბაღდადში 1973 წელს. იგი იყო ისტორიკოსი და მკვლევარი უსაფრთხოებისა და სტრატეგიული საკითხების დარგში. ერაყის ისლამურ დაჯგუფებებში 1997 წლიდან ჩაერთო. მუშაობდა თანამედროვე და „იურიდიული“ ხელნაწერების მიმართულებით, თუმცა მისი აკადემიური მიღწევა იყო სტატისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკასა და მენეჯმენტში. მიიღი ხარისხი ჰადისების მცოდნეობაში და დაინტერესებული იყო ალ-ზაჰაბის ისტორიით. ჰიშამი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს დააკავეს და მიუსაჯეს პატიმრობა სალაფიტურ ჯიჰადიზმთან კავშირის გამო. ციხიდან გაათავისუფლეს 2002 წელს.
2003 წლის შემდეგ შეუდგა ჟურნალისტურ საქმიანობას, დაიწყო მოხსენებების და დოკუმენტების წერა უცხოური გაზეთებისა და არხებისთვის და ასევე მიჰყავდა ბლოგი ერაყში შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ.
2020 წლის 1 ივლისს მან გამოაქვეყნა მოხსენება სახელწოდებით „შიდა დავა სახალხო მობილიზაციის ძალებში“. ეს იყო მისი ბოლო ნამუშევარი მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე.
მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის 6 ივლისის საღამოს, ბაღდადში, ზაიუნში, საკუთარ სახლთან, ჰიშამ ალ-ჰაშიმი ჩაცხრილა ორმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა მოტოციკლიდან.[3][4] იგი გარდაიცვალა ახლომდებარე იბნ ალ-ნაფისის საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე. 2020 წლის ივლისში, BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ალ-ჰაშიმის მკვლელობაში მონაწილეობდა შიიტური სამხედრო დაჯგუფება კატაიბ ჰეზბოლა.[5]
ჰიშამ ალ-ჰაშიმი დაკრძალეს ერაყში, ნაჯაფში, ვადი უს სალამში.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალ-ჰაშიმის მკვლელობამ გამოიწვია აჟიოტაჟი როგორც ერაყში, ასევე ფართო საერთაშორისო საზოგადოებაში,[6] ამას შედეგად მოჰყვა ბრალდებები ისეთი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, როგორებიცაა კატაიბ ჰეზბოლა და ისლამური სახელმწიფო. ამავე დროს, [7]ოფიციალური გამოძიებამ არ დაადანაშაულა არც ერთი დაჯგუფება და არცერთმა ჯგუფმა არ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ჰაშიმიმ მიიღო პირდაპირი მოკვლისა და გატაცების მუქარა Kata'ib Hezbollah-ისა და სახალხო მობილიზაციის ძალების წევრებისა და მეთაურებისგან.[8]
2021 წლის ივლისში დააკავეს ოთხი მამაკაცი, მათ შორის აჰმედ ჰამდავი ოვეიდ კინანი, რომელმაც აღიარა, რომ მოკლა ალ-ჰაშიმი ლიცენზირებული იარაღით, ვინაიდან მანამდე მუშაობდა ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2023 წლის მაისში, ბაღდადის სასამართლომ ზემოხსენებულ ყოფილ პოლიციელს სიკვდილი მიუსაჯა ალ-ჰაშიმის მკვლელობისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო.
შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალემ დაეში
- ალ-ქაიდას ისტორია ერაყში
- ისლამური სახელმწიფოს ორგანიზაცია შიგნიდან
მის მიერ 500-ზე მეტი სტატია და კვლევა გამოქვეყნდა ერაყულ და არაბულ გაზეთებსა და ჟურნალებში ექსტრემისტული ჯგუფების შესახებ.
სამუშაო ადგილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტრატეგიული კვლევებისა და კვლევების AKD ცენტრის ეროვნული უსაფრთხოებისა და ანტიტერორისტული პროგრამის დირექტორი.
- ერაყის ჟურნალისტთა სინდიკატის უსაფრთხოების მრჩეველი.
- ბაღდადის ანტიტერორისტული კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრი.
- უშიშროების აკადემიების კონტრტერორიზმის მასწავლებელი.
- მოწვეული თანამშრომელი Rivers Center for Strategic Studies.
- ერაყის პრემიერ მინისტრის აპარატის ეროვნული შერიგების განხორციელებისა და შემდგომი კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფის წევრი.
- ერაყის ჟურნალისტიკის თავისუფლების დაცვის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ISIS and al-Qaeda ‘will unite’ says Iraqi terror expert Hisham al-Hashimi
- ↑ Rubin, Alissa J. (2020-07-07). „Killing of Security Analyst Seen as Message to Iraqi Government“. The New York Times.
- ↑ Irak: Mord an Extremismus-Experten erschüttert das Land
- ↑ „Gunmen kill prominent Iraqi analyst and advisor - officials“. Reuters.
- ↑ „Who's behind the recent killings in Iraq?“. BBC News.
- ↑ „Hisham al-Hashimi: Leading Iraqi security expert shot dead in Baghdad“. BBC News. 2020-07-07.
- ↑ Hisham al-Hashimi, a leading Iraqi researcher, assassinated outside his house in Baghdad - The Washington Post
- ↑ Coles, Isabel (2020-07-08). „Pompeo Urges Iraq to Act Against Killers of Top Security Analyst“. Wall Street Journal.