შინაარსზე გადასვლა

ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაფუძნდა აგვისტო, 1875, აპრილი, 1920 და მაისი, 1949[1]
დამფუძნებელი (-ები) Mori Arinori
ტიპი სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი და სამეცნიერო გამომცემლობა
თავმჯდომარე Koichi Tadenuma[2] [3] და Satoshi Nakano[4]
სტუდენტი 6 287[5] [6]
ქვეყანა იაპონია
https://www.hit-u.ac.jp/ და https://www.hit-u.ac.jp/eng/

ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი (იაპონ. 一橋大学, Hitotsubashi daigaku) ― ეროვნული უნივერსიტეტი ტოკიოში, იაპონიაში. უნივერსიტეტის კამპუსები მდებარეობს კუნიტაჩიში, კოდაირასა და ჩიიოდაში. შედის იაპონიის მთავრობის მიერ შემუშვებული ეროვნული უნივერსიტეტების სიაში. ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი შედარებით მცირე საგანმანათლბელო ინსტიტუტია და მხოლოდ სოციალურ მეცნიერებებში სპეციალიზდება.

უნივერსიტეტი 1875 წელს მორი არინორიმ დააარსა. ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი იაპონიის ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია. წამყვან უნივერსიტეტად მიიჩნევა ეკონომიკისა და კომერციის სფეროში.[7][8] 2011 წელს Mines ParisTe-ის უნივერსიტეტების მსოფლიო პროფესიულ რეიტინგში უნივერსიტეტი 25-ე ადგილზე დაასახელეს.[9]

ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტს ახლო ურთიერთობები აქვს ზღვისიქითა ტერიტორიებთან. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 83 უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის 600-მდე საერთაშორისო სტუდენტი და 450-მდე მკვლევარია ჩართული ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში, მათ შორის: ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან და კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.

უნივერსიტეტის სიმბოლო შთაგონებულია რომაული მითოლოგიის ღმერთით, მერკურით.[10]

არინორი მორი, ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის დამფუძნებელი

ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი 1875 წელს დააარსა არინორი მორიმ. თავდაპირველად მას ბიზნეს საწვრთნელი ინსტიტუტი (商法講習所, Shōhō Kōshujo) ეწოდებოდა, სადაც ბიზნესმენებს წვრთნიდნენ იაპონიის მოდერნიზაციისთვის. უკანასკნელმა სიოგუნმა, ტოკუგავა იოშინობუმ, გადადგომამდე 1860-იან წლებში ეიიჩი შიბუსავა გაგზავნა ევროპაში მოწინავე საბანკო და ეკონომიკური სისტემების შესასწავლად, რათა უკან დაბრუნების შემდეგ იაპონიის მოდერნიზებაში მიეღო მონაწილეობა. შიბუსავას (რომელიც თანამედროვე იაპონური ეკონომიკის მამად ითვლება), ტაკაში მასუდასა და სხვა გავლენიანი პიროვნებების მხარდაჭერით სკოლა მნიშვნელოვნად გაფართოვდა.[11][12]

1884 წელს ინსტიტუტი იაპონიის სოფლის მეურნეობისა და კომერციის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ ეროვნულ სკოლად გამოცხადდა და ტოკიოს კომერციული სკოლა (東京商業学校|, Tokyo Shōgyō Gakkō) ეწოდა. 1885 წელს სკოლა იაპონიის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კონტროლის ქვეშ გადავიდა და ტოკიოს უცხო ენების სკოლაც შეუერთდა. სკოლა ჰიტოტსუბაშის რაიონში გადავიდა, საიმპერიო სასახლის მახლობლად. 1887 წელს ტოკიოს კომერციულ სკოლას უმაღლესი კომერციული სკოლა ეწოდა. ორი წლის შემდეგ უცხო ენათა განათლების აფილირებული ინსტიტუტები დაარსდა.

1902 წელს კანსაის რეგიონში კიდევ ერთი სკოლის (ამჟამად კობეს უნივერსიტეტი) დაარსების შემდეგ სკოლას ტოკიოს უმაღლესი კომერციული სკოლა. 1920 წელს სკოლას სახელი კიდევ ერთხელ შეეცვალა და ტოკიოს კომერციის უნივერსიტეტი ეწოდა. 1927 წელს უნივერსიტეტი დღევანდელ ადგილას, კუნიტაჩისა და კოდაირაში გადავიდა.

1944 წელს იაპონიის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს ბრძანებით უნივერსიტეტს ტოკიოს მრეწვლეობის კოლეჯი ეწოდა, თუმცა 1947 წელს კვლავ ძველი სახელი დაუბრუნდა. 1949 წელს ახალი სისტემის მიღების შემდეგ ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი ეწოდა. 1951 წელს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებად გაიყო. 1996 წელს დაარსდა ენისა და საზოგადოების სკოლა, 1998 წელს ― საერთაშორისო კორპორატული სტრატეგიის სკოლა, 2004 წელს ― სამართლის სკოლა, ხოლო 2005 წელს ― საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის სკოლა.

ფაკულტეტები და სკოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კანემაცუს აუდიტორია კუნიტაჩის კამპუსში

უნივერსიტეტში კომერციის, ეკონომიკის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება. საბაკალავრო და სამაგისტრო სკოლებში ფუნქციონირებს: კომერციის (108 სამაგისტრო, 30 სადოქტორო), ეკონომიკა (70 სამაგისტრო, 30 სადოქტორო), სამართალი (15 სამაგისტრო, 26 სადოქტორო), სოციალურ მეცნიერებათა (87 სამაგისტრო, 44 სადოქტორო), ენა და საზოგადოება (49 სამაგისტრო, 21 სადოქტორო), საერთაშორისო კორპორატიული სტრატეგია, საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკა (55).

კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტებია: ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი[13] (სოციალურ მეცნიერებათა სტატისტიკისა და ინფორმაციის კვლევითი ცენტრი, ეკონომიკურ ინსტიტუტთა ცენტრი, თაობათშორისი კვლევების ცენტრი[14]), უმაღლესი განათლები კვლევისა და განვითარების ცენტრი, საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიის ცენტრი, სტუდენტთა გაცვლითი ცენტრი,[15] საერთაშორისო ერთობლივი კვლევითი ცენტრი, ინოვაციური კვლევების ინსტიტუტი[16] და ისტორიული სოციალური მეცნიერების ლიტერატურის ცენტრი.[17]

კუნიტაჩის კამპუსის ბიბლიოთეკა

ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი იაპონიის პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. იგი სოციალურ მეცნიერბებშია სპეციალიზებული, თუმცა ისეთი ცნობილი არ არის, როგორც ტოკიოს უნივერსიტეტი ან კიოტოს უნივერსიტეტი. რადგანაც უნივერსიტეტს მხოლოდ სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტები აქვს, ხშირად რეიტინგებში ნაკლებადაა დაფასებული, მაგრამ რეპუტაცია ძალიან მაღალი აქვს.

Toyo Keizai-ის „ნამდვილად ძლიერი უნივერსიტეტების“ სიაში, 2011 წელს ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტმა 181 უნივერსიტეტს შორის მე-7 ადგილი დაიკავა.[18] ამ რეიტინგში კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასის მხრივ ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა.

QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტმა 2005-2009 წლებში 314-ე, 314-ე, 420-ე, 378-ე და 365-ე ადგილი დაიკავა. 2007-2010 წლებში სოციალურ მეცნიერებათა რეიტინგში უნივერსიტეტმა 114-ე, 101-ე, 99-ე და 178-ე ადგილი დაიკავა.[19]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://warp.ndl.go.jp/info:ndljp/pid/12278746/www.hit-u.ac.jp/guide/data/pdf/data_j_3.pdf
  2. https://hri.ad.hit-u.ac.jp/html/483_profile_en.html
  3. https://warp.ndl.go.jp/info:ndljp/pid/11535842/www.hit-u.ac.jp/1284wp/wp-content/uploads/2019/10/191029.pdf
  4. https://warp.ndl.go.jp/info:ndljp/pid/12278746/www.hit-u.ac.jp/guide/information/disc_02.html
  5. https://warp.ndl.go.jp/info:ndljp/pid/11875498/www.hit-u.ac.jp/guide/data/pdf/data_g_1.pdf
  6. https://web.archive.org/web/20220107222537/https://www.hit-u.ac.jp/eng/about/publications/pdf/hu_eng_brochure.pdf
  7. Japanese universities: Introduction. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 15 July 2015
  8. Makoto IKEMA, "Hitotsubashi University, 1875-2000: A Hundred and Twenty-five Years of Higher Education in Japan" Palgrave Macmillan 2000
  9. Classements de l'école d'ingénieurs - MINES ParisTech დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine. . Mines-paristech.fr (2012-10-25). Retrieved on 2013-08-23.
  10. 一橋大学の校章「マーキュリー」の由来. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივნისი 2006. ციტირების თარიღი: 15 July 2015
  11. Introduction to The Art of Peace: the illustrated biography of Prince Iyesato Tokugawa (2020).
  12. Katz, Stan S. (2019). The Art of Peace. Horizon Productions, გვ. Chapter 7. 
  13. Center for Economic Institutions. ციტირების თარიღი: 15 July 2015
  14. Center for Intergenerational Studies. ციტირების თარიღი: 15 July 2015
  15. Hitotsubashi University. 一橋大学 国際教育センター・国際課. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2012. ციტირების თარიღი: 15 July 2015
  16. 一橋大学イノベーション研究センター|一橋大学. ციტირების თარიღი: 15 July 2015
  17. Center for Historical Social Science Literature, Hitotsubashi University დაარქივებული 2009-04-23 საიტზე Wayback Machine.
  18. 本当に強い大学【2010年版】総合ランキング・トップ100-東大5連覇、京大が阪大を逆転、関学躍進 | オリジナル | 東洋経済オンライン | 新世代リーダーのためのビジネスサイト დაარქივებული 2012-03-13 საიტზე Wayback Machine. . Toyokeizai.net. Retrieved on 2013-08-23.
  19. All Study Destinations დაარქივებული 2011-08-19 საიტზე Wayback Machine. . Top Universities. Retrieved on 2013-08-23.