ჰისტრიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰისტრიონი (ლათ. histrio) - მსახიობი ძველ რომში. უმთავრესად გათავისუფლებული მონები იყვნენ. ამ წრიდან გამოსული მსახიობები ადგენდნენ დასებს. ჰისტრიონები თავდაპირველად უნიღბოდ თამაშობდნენ (ნიღბები შემოიღეს ძვ. I საუკუნეში). ჰისტრიონებს უწოდებდნენ ადრეულ შუა საუკეებში (IX-XIII) მოხეტიალე მსახიობებსაც. ჰისტრიონები ერთდროულად იყვნენ მთხრობელები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, მომღერლები, ცხოველთა მომთვინიერებლები და სხვა. ერთიანდებოდნენ განსაკუთრებულ "ძმობაში". ზოგჯერ ქმნიდნენ მოყვარულ მსახიობთა წრეებს. ჰისტრიონებს საფრანგეთში ერქვათ ჟონგლიორები, გერმანიაში შპილმანები, პოლონეთში ფრანტები, რუსეთში სკომოროხები. ჰისტრიონებს დევნიდნენ როგორც საერო, ისე საეკლესიო ხელისუფალნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]