ჰისტოპლაზმოზი
იერსახე
ჰისტოპლაზმოზი — სოკოვანი დაავადება (მიკოზი), რომელიც უმთავრესად აზიანებს ადამიანისა და ცხოველის რეტიკულურ-ენდოთელურ სისტემას. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ ქვეყნებში. დაავადების გამომწვევის — პარაზიტული სოკოს — ჰისტოპლაზმის ძირითადი რეზერვუარი ნიადაგია. დაავადება მიმდინარეობს მწვავედ, ქვემწვავედ და ქრონიკულად, დისემინირებული ან ლოკალიზებული ფორმით. დიაგნოზს ადგენენ დაზიანებული კერებიდან აღებული ექსუდატის მიკროსკოპული გამოკვლევით და წმინდა კულტურული გამოყოფით.
მკურნალობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეთილვანილატისა და სულფამიდური პრეპარატები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 673.