ჰირლაცჰელე
იერსახე
| ჰირლაცჰელე | |
|---|---|
მღვიმე ჰირლაცჰელე | |
| კოორდინატები: 47°32′42″ ჩ. გ. 13°37′56″ ა. გ. / 47.545194° ჩ. გ. 13.632389° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| აბსოლუტური სიმაღლე | 870 მ |
| სიგრძე | 115,8 მ |
| სიღრმე | 1559 მ |
| აღმოჩენის წელი | 1949 |
| შესასვლელთა რაოდენობა | 6 |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
ჰირლაცჰელე (გერმ. Hirlatzhöhle) — კარსტული მღვიმე ავსტრიაში. მდებარეობს დახშტაინის მთებში,[1] ჰირლაცის მთის ჩრდილოეთ კალთაზე, ჰალშტატის სიახლოვეს, ზღვის დონიდან დაახლოებით 870 მ სიმაღლეზე. საერთო სიგრძე 115,8 კმ, მაქსიმალური ცნობილი სიღრმე 1559 მ.[2] მსოფლიოში სიღრმით მღვიმეებს შორის მე-9 ადგილი უკავია. აქვს 6 შესასვლელი, რომელთაგან 3 სიფონია, ერთი შესასვლელი ძნელმისადგომი კლდიდანაა, რის გამოც მღვიმეს ერთი ძირითადი შესასვლელიდან იკვლევენ. აღმოაჩინეს 1949 წელს. 1971 წლიდან ბუნების ძეგლია.[3]