შინაარსზე გადასვლა

ჰირანია პეირისი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰირანია პეირისი

დაბ. თარიღი 1974
დაბ. ადგილი შრი-ლანკა[1]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ასტროფიზიკოსი[1]
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი და პრინსტონის უნივერსიტეტი[2]
ჯილდოები Max Born Prize, Göran Gustafsson Prize for physics[3] , ედინგტონის მედალი და Fred Hoyle Medal and Prize[4]
საიტი ucl.ac.uk/cosmoparticle/hiranya-peiris
iris.ucl.ac.uk/iris/browse/profile?upi=HVPEI01[5]

ჰირანია ვ. პეირისი ― ბრიტანელი ასტროფიზიკოსი. მუშაობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯსა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტში. ყველაზე მეტად ცნობილია კოსმოსური მიკროტალღური ფონის შესახებ ნაშრომით. ერთ-ერთია 27 მეცნიერთაგან, რომლებმაც 2018 წელს „ადრეული სამყაროს დეტალური რუკის“ შექმნისთვის ფუნდამენტურ ფიზიკაში გარღვეევისთვის პრემია მიიღეს.

განათლება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰირანია პეირისი 1974 წელს შრი-ლანკაში დაიბადა. 1998 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების მიმართულება დაამთავრა.[6][7][8] ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი პრინსტონის უნივერსიტეტის ასტროფიზიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მიიღო დევიდ სპერჯელის ხელმძღვანელობით.[9][10]

დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ ჩიკაგოს უნივერსიტეტში კოსმოლოგიური ფიზიკის კავლის ინსტიტუტში მუშაობდა, როგორც ჰაბლის წევრი.[9] 2007 წელს პეირისი კემბრიჯის უნივერსიტეტში დაბრუნდა, სადაც სამეცნიერო და ტექნიკური დაწესებულებების საბჭოს მოწინავე წევრი იყო და 2008 წელს კემბრიჯის მეფის კოლეჯის ახალგაზრდა მკვლევრის წევრობითაც დააჯილდოვეს. 2009 წელს პეირისმა Leverhulme Trust-ის პრემია მიიღო კოსმოლოგიაში და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში დაიწყო მუშაობა.[11]

2012 წელს პეირისმა სხვებთან ერთად გრუბერის კოსმოლოგიური პერმია მიიღო „დიდი აფეთქების თეორიაში კოსმორუსი მიკროტალღური ფონის რელიქტური რადიაციის ანისოტროპების დახვეწილი გაანგარიშებისთვის“.[12] ჯგუფის საქმიანობაში პეირისმა დიდი წვლილი შეიტანა კოსმოსური ინფლაციის კვლევაში, რომელიც სტივენ ჰოკინგმა აღწერა როგორც „პეირისის კარიერის განმავლობაში ფიზიკის განვითარებაში ყველაზე აღმაფრთოვანებელი მიგნება“.[13]

2018 წელს დიდი ბრიტანეთის ფიზიკის ინსტიტუტმა პეირისი ჰოილის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა „კოსმოსური სტრუქტურის წარმოშობისა და ევოლუციის გაგებაში შეტანილი წამყვანი წვლილისთვის“.[14]

2020 წელს პეირისი შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ და გორან გუსტავსონის ფონდმა გორან გუსტავსონის პრემიით დააჯილდოვა „ადრეული სამყაროს დინამიკის შესახებ მისი ინოვაციური კვლევისთვის, რომელიც კოსმოლოგიურ დაკვირვებებს საწყის ფიზიკასთან აკავშირებს“.[15] ის აგრეთვე აირჩიეს სამეცნიერო და ტექნიკურ დაწესებულებათა საბჭოს წევრად, რომელიც მკვლევართა საბჭოს სტრატეგიული მრჩეველთა ორგანოა და გაერთიანებულ სამეფოში ფიზიკისა და ასტრონომიის ნაწილაკების კვლევას აფინანსებას.[16]

2021 წელს ჰირანია პეირისი ფიზიკის გერმანულმა საზოგადოებამ მაქს ბრონის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა, ხოლო სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ ― ედინგტონის მედლით, კოსმოსის შესწავლაში შეტანილი წვილისთვის.[17][18]

ამჟამად ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში პროფესორად[19] და სტოკჰოლმში კოსმონაწილაკების ფიზიკის ოსკარ კლეინის ცენტრის დირექტორად მუშაობს.[20]

საზოგადოებრივი ჩართულობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა კვლევებისა, ჰირანია პეირისი კითხულობს ლექციებს კოსმოლოგიის შესახებ.[21][22] აქვეყნებს სტატიებსა და ინტერვიუებს როგორც რადიოში, ისე ბეჭდურ მედიაში. ხშირად მონაწილებს პოდკასტებსა და სატელევიზიო პროგრამებში.[23] 2013 წელს TEDxCERN-ზე მოხსენებით „მრავალჯერადი განზომილებები“ წარსდგა.[24] ამავე წელს Astronomy Magazine-მა 10 საუკეთესო ამომავალ ვარსკვლავს შორის დაასახელა.[25]

2017 წელს პეირისი მხატვარ პენელოპე როუზ ქროულისთან თანამშრომლობდა ხელოვნების ნიმუშის „კოსმონაწილაკი“ შესაქმნელად.[26] 2018 წელს პერისი გოშკა მაკუგასთან თანამშრომლობდა, ვისი ნამუშევარიც 2019 წელს შვედეთში, უმეოს ვიზუალური ხელოვნების მუზეუმში გამოფინეს. გამოფენაზე 14 საერთაშორისო ხელოვანის ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც ნაწილაების ფიზიკით იყო შთაგონებული.[27][28]

ჯილდოები და წოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს პეირისი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად აირჩიეს. ამავე წელს ჰალიდეის პრემიით დაჯილდოვდა.[29] 2009 წელს ფილიპ ლევერულმის პრემია გადაეცა.[30] 2012 წელს სამეფო ასტრონომიური საზოგადოებისგან ფაულერის პრემიით[31] და გრუბერის ფონდისგან კოსმოლოგიის დარგში გრუბერის პრემით დაჯილდოვდა.[12] 2014 წელს ბუქალტერის კოსმოლოგიის პრემია გადაეცა.[32] 2018 წელს პეირისმა 26 მეცნიერთან ერთად ფუნდამენტურ ფიზიკაში გარღვევისთვის პრემია მიიღო.[33] 2018 წელს ფიზიკის ინსტიტუტმა პეირისს ფრედ ჰოილის მედალი და პრემია გადაეცა.[14] 2020 წელს გორან გუსტავსონის ფონდმა და შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ პეირისს ფიზიკის დარგში გორან გუსტავსონის პრემია გადასცა.[15] 2021 წელს მეცნიერს ფიზიკის ინსტიტუტისა და ფიზიკის გერმანული საზოგადოებისგან მაქს ბრონის მედალი და პრემია გადაეცა.[17] ამავე წელს სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ ედინგტონის მედლით დააჯილდოვა.[18]

  1. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #1206567872 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
  3. ↑ https://gustafssonsstiftelser.se/hiranya-peiris/
  4. ↑ https://www.iop.org/about/awards/silver-subject-medals/fred-hoyle-medal-and-prize-recipients
  5. ↑ ORCID Public Data File 2020 — 2020. — doi:10.23640/07243.13066970.V1
  6. ↑ Thompson, Michael T J (2005). Advances In Astronomy: From The Big Bang To The Solar System. World Scientific, გვ. 122. ISBN 178326019X. 
  7. ↑ Career Path: Exploring fingerprints from the Big Bang en (2015-11-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-15. ციტირების თარიღი: 2019-02-15
  8. ↑ UCL. (2018-01-26) Hiranya Peiris en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-01. ციტირების თარიღი: 2019-02-15
  9. 1 2 Iris View Profile en. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  10. ↑ Thompson J Michael T (26 October 2005). Advances In Astronomy: From The Big Bang To The Solar System. World Scientific, გვ. 99–. ISBN 978-1-78326-019-5. 
  11. ↑ The Leverhulme Trust, 2009 Award Winners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-26. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  12. 1 2 2012 Gruber Cosmology Prize Citation | The Gruber Foundation en. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  13. ↑ „2013 Smart Guide: New maps to rein in cosmic inflation“. New Scientist (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-12-12.
  14. 1 2 Physics, Institute of. 2018 Fred Hoyle Medal and Prize en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-02. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  15. 1 2 Physics Department, Stockholm University. Göran Gustafsson Prize en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-01. ციტირების თარიღი: 2020-03-18
  16. ↑ Research and Innovation, UK. STFC Council member en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-18. ციტირების თარიღი: 2020-03-18
  17. 1 2 2021 en. ციტირების თარიღი: 2020-11-21
  18. 1 2 Eddington Medal 2021 – Professor Hiranya Peiris. Royal Astronomical Society. ციტირების თარიღი: 2021-01-11
  19. ↑ Prof Hiranya Peiris en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-14. ციტირების თარიღი: 2018-01-25
  20. ↑ People en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  21. ↑ The Royal Institution (2016-08-10), Cosmology: Galileo to Gravitational Waves – with Hiranya Peiris, https://www.youtube.com/watch?v=5HXOfIwl9Jo. წაკითხვის თარიღი: 2017-12-12
  22. ↑ Hiranya Peiris | In the Dark en. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  23. ↑ Cross Section: Hiranya Peiris – Science Weekly podcast en. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  24. ↑ TEDxCERN | TED en. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  25. ↑ Astronomy Magazine names "Rising Stars of Astronomy" en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  26. ↑ COSMOPARTICLE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  27. ↑ Imaginative intersection. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  28. ↑ Entangled Realities: Minding the Gap by Ariane Koek. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  29. ↑ Dr Hiranya Peiris – Research Councils UK en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-14. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  30. ↑ „Young researchers win Philip Leverhulme Prizes“. Astronomy & Geophysics (ინგლისური). 50 (6): 6.08. 2009-12-01. Bibcode:2009A&G....50f...8.. doi:10.1111/j.1468-4004.2009.50604_16.x. ISSN 1366-8781.
  31. ↑ Massey, Robert. RAS honours leading astronomers and geophysicists en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 2017-12-12
  32. ↑ Cosmoparticle Physicists awarded share in Buchalter Cosmology Prize en-US. ციტირების თარიღი: 2022-01-17
  33. ↑ Breakthrough Prize – Fundamental Physics Laureates – Norman Jarosik and the WMAP Science Team en. ციტირების თარიღი: 2017-12-12