შინაარსზე გადასვლა

ჰირაი მომო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰირაი მომო

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 9 ნოემბერი, 1996(1996-11-09)[1] (29 წლის)
დაბ. ადგილი 京田辺市
ეროვნება იაპონელები[2]
ხელმოწერა
ჰირაი მომო ვიკისაწყობში

ჰირაი მომო (იაპ.平井 もも; დაბ. 9 ნოემბერი, 1996) — ცნობილი როგორც მომო (კორ. 모모; იაპ. モモ), იაპონელი მომღერალი, მოცეკვავე და რეპერი, სამხრეთ კორეაში. არის სამხრეთკორეული გოგონათა ჯგუფის Twice-ის წევრი, კომპანია JYP Entertainment-ის ქვეშ. ასევე არის Twice-ის ქვედანაყოფი ჯგუფის, MiSaMo-ს წევრი.

ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება დებიუტამდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰირაი მომო დაიბადა კიოტანაბეში, კიოტოში, იაპონია. სამი წლის ასაკში დაიწყო ცეკვა, თავის უფროს და-ჰანასთან ერთად. ადრევე გაიგო სამხრეთკორეული მუსიკალური ინდუსტრიის შესახებ, 2008 წელს გამოჩნდა Lexy-ის მუსიკალურ ვიდეოში და 2011-ში - ტალანტ-შოუში, Superstar K. მომო და მისი და თავდაპირველად, ონლაინ ვიდეოში შეამჩნია JYP Entertainment-მა, 2012 წელს. ორივე მათგანმა გაიარა აუდიცია, მაგრამ, წარმატებით მხოლოდ მომომ, რის შემდეგაც იგი 2012 წლის აპრილში გადმოვიდა სამხრეთ კორეაში. Twice-ში გაწევრიანებამდე, არაერთ მუსიკალურ ვიდეოში იცეკვა, როგორც ქეი-პოპის ახალბედამ. 2015 წელს მომომ მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კორეის რეალით სატელევიზიო შოუში, Sixteen, შექმნილი JYP Entertainment და Mnet-ის მიერ. იგი თავდაპირველად შოუს გამოეთიშა, მაგრამ, მისი პერფორმანსის ნიჭის გამო, პაკ ჯინ-იანგმა დააბრუნა, გოგონათა ჯგუფის Twice-ის საბოლოო შემადგენლობაში მისაღებად.

მომო SBS რადიოზე

2015 წლის ოქტომბერში, მომომ ოფიციალურად შეასრულა დებიუტი, როგორც Twice-ის წევრი, პირველი EP-ის, "The Story Begins" და მთავარი სინგლის "Like Ooh-Ahh" გამოშვებით. 2023 წლის 9 თებერვალს, JYP-მ განაცხადა, რომ მომო, ჯგუფის თანაგუნდელებთან, სანასთან და მინასთან ერთად, ოფიციალურად დადებიუტდებოდა იაპონიაში, 26 ივლისს, MiSaMo-ს EP-ით, სახელად "Masterpiece". ტრიოს დებიუტამდე, 25 იანვარს, გამოუშვეს სიმღერა "Bouquet", როგორც TV Asahi-ის დრამატული სერიალის Liaison: Children's Heart Clinic საუნდტრეკი.

მომო ცნობილია საკუთარი ფიზიკური აღნაგობითა და ცეკვის სტილით. მას თაყვანისმცემლებმა მეტსახელად "Dance Machine" შეარქვეს, და ითვლება Twice-ის საუკეთესო მოცეკვავედ.

Gallup Korea-ს 2018 წლის ყოველწლიურ მუსიკალურ გამოკითხვაში, მომო მე-20 ყველაზე პოპულარულ აიდოლად და მეორე ყველაზე მაღალი რანგის იაპონელ ინდივიდად დასახელდა სამხრეთ კორეაში, Twice-ის თანაჯგუფელის, სანას შემდეგ. მომო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არაკორეელი ქეი-პოპ ვარსკვლავი, მისი დებიუტის შემდეგ. The Chosun Ilbo მის პოპულარობას სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას მიაკუთვნებს. 2019 წელს, მომომ ყურადღება მიიპყრო Twitter-ზე, მას შემდეგ, რაც მისი ვიდეო თრეილერი გამოქვეყნდა "Feel Special"-ისთვის და ჯარისკაცების გამოკითხვაში მე-10 ქალი აიდოლის ტიტული მიიღო. 2023 წელს მან აჯობა ნაომი ვატანაბეს და გახდა პირველი იაპონელი, რომელმაც ინსტაგრამზე 10 მილიონი გამომწერი მოიპოვა მხოლოდ ამ პლატფორმაზე, მისი გვერდის გახსნიდან რვა თვის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://twicejapan.com/feature/profile
  2. TWICE・日本人ユニット「MISAMO」が“初紅白”、7月デビュー、10代、20代女性から支持