ჰიპოტონიური ხსნარი
იერსახე
ჰიპოტონიური ხსნარი — ბიოლოგიაში, ხსნარები, რომელთა ოსმოსური წნევა მცენარეული ან ცხოველური უჯრედებისა და ქსოვილების არსებულ ოსმოსურ წნევაზე ნაკლებია. ჰიპოტონიურ ხსნარებში მოთავსებისას ცოცხალი უჯრედი ჯირჯვდება, იბერება და შეიძლება გასკდეს; ეს განპირობებულია ოსმოსურ წნევათა სხვაობით და უჯრეთგარე წყლის უჯრედში შესვლით. რაც უფრო ნაკლებია ხსნარის კონცენტრაცია, მით უფრო დაბალია მისი ოსმოსური წნევა და მეტია უჯრედზე დამშლელი გავლენა. სხვადასხვა კონცენტრაციის ჰიპოტონიურ ხსნარებში მოთავსებული ერითროციტების ცვლილების მიხედვით იკვლევენ მათ ოსმოსურ რეზიდენტობას. სისხლძარღვებში ჰიპოტონიურ ხსნარების შეყვანამ შესაძლებელია ჰემოლიზი გამოიწვიოს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ა. აბესაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 669.