შორსმხედველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰიპერმეტროპია)

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) — თვალის მდგომარეობა, რომლის დროსაც შორს მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელული სხივები ერთდებიან ბადურის უკან. ამ დროს ადამიანს უქვეითდება ახლოს არსებული ობიექტების აღქმის უნარი. შორსმხედველობას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს: თვალის კაკალი ნორმაზე მოკლეა, რქოვანა არ არის საკმარისად მორკალული ან ბროლი არ არის საკმარისად სქელი.

შორსმხედველობის გამოსწორება შესაძლებელია სათვალით, კონაქტური ლინზებით ან ქირურგიული ჩარევით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]