ჰიმენოპლასტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰიმენოპლასტიკა - საქალწულე აპკის აღდგენაა ქირურგიული მეთოდით. მისი ორი მეთოდი არსებობს: ხანმოკლე და ხანგრძლივი.

ხანმოკლე ჰიმენოპლატიკა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც შედეგი საჭიროა უახლოესი 7-10 დღის განმავლობაში. ასეთ დროს უბრალოდ საქალწულე აპკის ნარჩენები მიეკერება ერთმანეთს, გარკვეულ პერიოდში ნაკერი გაიწოვება და აპკის ნარჩენები უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ოპერაცია ტარდება როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი გაუტკივარებით. სრულყოფილი შეხორცება, როგორც წესი, არ ხდება, ამიტომ ეფეტქი ხანმოკლეა.

ხანგრძლივი ჰიმენოპლასტიკა ხდება საშოს შესავალში არსებული ქსოვილების ხარჯზე. ეს ოპერაცია გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ საქალწულე აპკის სრულყოფილ და ხანგრძლივ აღდგენას გულისხმობს. ძირითადად, ტარდება ნარკოზის ქვეშ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]