ჰილიერის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილიერი
Hillier
ჰილიერის ტბა
ჰილიერის ტბა
კოორდინატები: 34°05′45″ ს. გ. 123°12′10″ ა. გ. / 34.09583° ს. გ. 123.20278° ა. გ. / -34.09583; 123.20278
მდებარეობა გოლდფილს-ესპერანსი, დასავლეთ ავსტრალიას დროშა დასავლეთი ავსტრალია
სიგრძე 0.6 კმ
სიგანე 0.25 კმ
ფართობი 150 კმ²
[1]
ჰილიერის ტბა — ავსტრალია
ჰილიერის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ჰილიერის ტბა (ინგლ. Hillier) — მლაშე ტბა მიდლ-აილენდის ნაპირზე, გოლდფილს-ესპერანსის რეგიონში, დასავლეთი ავსტრალიაში. გამოირჩევა ვარდისფერი შეფერილობით. გრძელი და თხელი ნაპირი ტბას სამხრეთის ოკეანისგან გამოყოფს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰილიერის ტბის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია, ხოლო სიგანე – 250 [2] . იგი გარშემორტყმულია ქვიშიანი სანაპიროებით და ევკალიპტის ტყით, რომელიც მას მიდლ-აილენდისგან გამოყოფს[3]. ტბის ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი თვისება მისი შეფერილობაა. ჰილიერის ტბის ვარდისფერი ფერი სიცოცხლისუნარიანია და კონტეინერში მოთავსების შემდეგ ფერს არ იცვლის. ვარდისფერი შეფერილობის წყაროდ, ტბაში არსებული ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი — მიკროორგანიზმი მლაშე დუნალიელა (Dunaliella salina) მიიჩნევა, რომლის პიგმენტიც წყალს ფერს უცვლის[4]. იგი გამოყოფს მარილს, რათა შექმნას წითელი საღებავი, შესაბამისად, ფერი. არსებობს ვარაუდი, რომ ტბის ვარდისფერ შეფერილობას მარილის ქერქში არსებული ბაქტერიები — ჰალოფილები იწვევენ. ჰილიერის ტბის სანაპირო ზოლი შედარებით ნათელი ფერისაა, ვინაიდან იგი დაფარულია მარილით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰილიერის ტბა 1802 წელს, მეთიუ ფლაინდერსმა აღმოაჩინა. მის ჟურნალში არსებული ჩანაწერები, ჰილიერის ტბის შესახებ არსებულ პირველ ინფორმაციად ითვლება. ფლაინდერსმა ვარდისფერი ტბა მაშინ შეამჩნია, როდესაც იგი კუნძულის უმაღლეს პიკზე ადიოდა (დღეს მას ფლაინდერსის პიკი ეწოდება)[5]. არსებული ინფორმაციით, ფლაინდერსმა ტბას ჰილიერი მას შემდეგ უწოდა, რაც გამომძიებელი ეკიპაჟის წევრი უილიამ ჰილიერი მიდლ-აილენდიდან გამგზავრებამდე, 1803 წლის 20 მაისს დიზენტერიის შედეგად გარდაიცვალა[6].

უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად მარილის შემცველობის დონისა, ჰილიერის ტბაში ბანაობა უსაფრთხოა[7] . თუმცა, ტბამდე მისასვლელი გზების რაოდენობა ძალზედ მწირია. ამასთანავე, ტბის იზოლირებას იწვევს ის ფაქტიც, რომ იგი ტყითაა გარშემორტყმული. მის დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა საჰაერო ტრანსპორტი.

დაცული ტერიტორიის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰილიერის ტბას დაცული ტერიტორიის სტატუსი 2012 წელს მიენიჭა. 2002 წლიდან, იგი სუბრეგიონალური მნიშვნელობის ჭარბტენიან ადგილს წარმოადგენს[8][9].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Guide to Asia - Lake Hillier - Australia (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2006. ციტირების თარიღი: 31 August 2008.
  2. Lake Hillier. ციტირების თარიღი: 2 March 2015.
  3. Ten Random Facts - Lake Hillier (2014). ციტირების თარიღი: 2 March 2015.
  4. (2012) A guide to managing and restoring wetlands in Western Australia. Department of Environment and Conservation, გვ. 18–19. ციტირების თარიღი: 2 March 2015. 
  5. Flinders, Matthew [1814] (1966). A Voyage to Terra Australis : undertaken for the purpose of completing the discovery of that vast country, and prosecuted in the years 1801, 1802, and 1803 in His Majesty's ship the Investigator, and subsequently in the armed vessel Porpoise and Cumberland Schooner; with an account of the shipwreck of the Porpoise, arrival of the Cumberland at Mauritius, and imprisonment of the commander during six years and a half in that island., Facsimile, Adelaide; Facsimile reprint of: London : G. and W. Nicol, 1814 ed. In two volumes, with an Atlas (3 volumes): Libraries Board of South Australia, გვ. 200–202. ციტირების თარიღი: 30 January 2014. 
  6. Flinders, Matthew (1966) A voyage to Terra Australis undertaken for the purpose of completing the discovery of that vast country, and prosecuted in the years 1801, 1802 and 1803, in his majesty's ship the Investigator, and subsequently in the armed vessel Porpoise and Cumberland schooner. With an account of the shipwreck of the Porpoise, arrival of the Cumberland at Mauritius, and imprisonment of the commander during six years and a half in that island. By Matthew Flinders Commander of the Investigator. In 2 volumes with an atlas. Volume 2. London: 1814 [Facsimile Edition, 1966 printed by W. Bulmer and Co. Cleveland row, and published by G. And W. Nicol, booksellers to his Majesty, pall-mall.]. G. and W. Nicol, გვ. Book 2, Chapter 10. ციტირების თარიღი: 2 March 2015. 
  7. Swim in Lake Hillier, Australia. ციტირების თარიღი: 2 March 2015.
  8. (October 2012) Esperance and Recherche parks and reserves draft management plan 2012. Department of Environment and Conservation, Government of Western Australia, გვ. 15 & 108. ციტირების თარიღი: 1 March 2015. 
  9. (2003) A Biodiversity Audit of Western Australia’s 53 Biogeographical Subregions in 2002. Department of Conservation and Land Management, გვ. 211. ISBN 0 7307 5534 7. ციტირების თარიღი: 1 March 2015.