ჰილდე ეიტერლინდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰილდე ეიტერლინდენი
Hilde Uitterlinden (1969).jpg
ჰილდე ეიტერლინდენი 1969 წელს
დაბ. სახელი ჰილდე ეიტერლინდენი
დაბ. თარიღი 30 აგვისტო, 1939
ანტვერპენი, ბელგია
საქმიანობა მსახიობი

ჰილდე ეიტერლინდენი (ნიდერლ. Hilde Uitterlinden; დ. 30 აგვისტო, 1939) — ფლანდრიელი თეატრისა და კინოს მსახიობი.

1960 წელს დაამთავრა ჰერმან ტეირლინკის სტუდია. ძირითადად თეატრში თამაშობდა, მათ შორის ანტვერპენის ჰოლანდიის სამეფო თეატრში. 1969 წელს ითამაშა ჰარი კიუმელის დრამატულ ფილმში „ბატონო ჰავარდენ“. 1988 წელს მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში „პატარა, ლონდონი, პატარა ბერლინი“. 1995-1996 წლებში ითამაშა ტელესერიალში „ჩვენი ბედნიერება“. ჰყავს და, ილსე ეიტერლინდენი, რომელიც აგრეთვე მსახიობია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]