ჰილდა ჰაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰილდა ჰაინი
ჰილდა ჰაინი
მარშალის კუნძულების პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა28 იანვარი 2016
წინამორბედიკასტენ ნემრა

დაბადებული6 აპრილი 1951
ჯალუიტი, მარშალის კუნძულები

ჰილდა ჰაინი (ინგლ. Hilda Cathy Heine) (დ. 6 აპრილი, 1951) — მარშალის კუნძულელი პედაგოგი და პოლიტიკოსი. მარშალის კუნძულების პრეზიდენტი 2016 წლის 28 იანვრიდან. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე იყო განათლების მინისტრი. პირველი ადამიანი მარშალის კუნძულებზე, რომელმაც მიიღო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ქალთა უფლებების ჯგუფის დამაარსებელი. პირველი ქალი ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე[1], ასევე პირველი ქალი პრეზიდენტი მიკრონეზიის ქვეყნებში[2][3][4].

ჰილდა ჰაინი სწავლობდა აშშ-ში, ერთ-ერთ კოლეჯში, სადაც 1970 წელს ორეგონის შტატის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 1975 წელს ჰავაის შტატის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი[5].

1975–1982 წლებში მუშაობდა მაჯუროში მარშალის კუნძულების უმაღლეს სკოლაში. 2000 წელს დააარსა ჯგუფი ქალთა უფლებებისთვის[6]. 2005 წლიდან განათლების მინისტრია. წარმოადგენს ატოლ აურს მარშალის კუნძულების საკანონმდებლო კრებაში[7] . 2016 წლის 27 იანვარს აირჩიეს პრეზიდენტად. იყო ერთადერთი კანდიდატი და 33 წევრიდან მიიღო 24 ხმა. მან შეცვალა კასტენ ნემრა, რომელიც გადააყენეს ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე უნდობლობის ვოტუმის შედეგად[8][9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Johnson, Giff. “Hilda emerges as RMI President“, Marshall Islands Journal, 2016-01-28. წაკითხვის თარიღი: 2016-01-31. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-01-31. 
  2. Hilda Heine Becomes First Women President Of The RMI“, East-West Center (Radio New Zealand International), 2016-01-27. წაკითხვის თარიღი: 2016-01-31. 
  3. Hilda Heine elected Marshalls president“, Radio New Zealand International, 2016-01-28. წაკითხვის თარიღი: 2016-01-31. 
  4. First female President Hilda Hine elected in the Marshall Islands“, PACNews (Pacific Islands News Association), 2016-01-27. წაკითხვის თარიღი: 2016-01-31. 
  5. Marshall Islands. Pacific Women in Politics. წაკითხვის თარიღი: 5 June 2015.
  6. First Female President Hilda Hine Elected In The Marshall Islands“, RNZI, Papua New Guinea Today, 28 Jan 2016. წაკითხვის თარიღი: 31 January 2016. 
  7. (4 April 2013) Marshall Islands Land Ownership and Agricultural Laws Handbook - Strategic Information and Basic Laws. Lulu.com, გვ. 22. ISBN 978-1-4387-5952-4. 
  8. Hilda Heine elected first female Pacific leader as president of Marshall Islands“, ABC News, January 27, 2016. წაკითხვის თარიღი: January 27, 2016. 
  9. Hilda Heine elected Marshalls president“, Radio New Zealand, January 27, 2016. წაკითხვის თარიღი: January 27, 2016.