ჰილა-აფშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილა-აფშანი
აზერ. Xilə-əfşan
ქალაქი ბაქო
მუზეუმი აზერბაიჯანული ხალიჩის მუზეუმი

ჰილა-აფშანი (აზერ. Xilə-əfşan) — აზერბაიჯანული ხალიჩები, რომლებიც შედიან ბაქოს ჯგუფში კუბა-შირვანის სახეობა.[1] დასახელებით ეს ხალიჩა დაკავშირებულია სოფელ ხილასთან (სოფლის ძველი სახელწოდება ამირჯანი),[2] რომელიც განლაგებულია ბაქოდან სამხრეთით 15 კილომეტრის დაშორებით აფშერონის ნახევარკუნძულზე.

მას აწარმოებენ სოფელ ხილასთან მახლობლად ხალიჩების საქსოვ პუნქტებში ბიულ-ბიულეში და სურახანებში. უცხოელი ავტორების ნამუშევრებში ამ ხალიჩას „შირვანს“ უწოდებენ, ხოლო ზოგიერთი მათგანი შეცდომით სთვლის მას „დერბენტს“. ხალხში ამ ხალიჩას „სადჯაიაგის“ — სამფეხას[1] უწოდებენ.

მხატვრული თავისებუურებანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიჩა „ჰილა-აფშანი“ (XVII საუკუნე). “შირვანშაჰების სასახლე“ მუზეუმი (ბაქო)

სიტყვა „აფშანი“ ნიშნავს — „დაყრას“, „გაფანტვას“, „ჭრელს“, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ეწოდება დამოუკიდებელ ორნამენტალურ კომპოზიციას ხელოვნებაში. კედლების მოპირკეთებაში, ასევე ხალიჩების ქსოვის დროს „აფშანის“ კომპოზიციას შეადგენენ რთული აღნაგობის სპირალისებური ტოტები.[1]

„აფშანის“ კომპოზიცია გამოიყენება არა მხოლოდ კუბა -შირვანის სახის ხალიჩებში, არამედ ტავრიზის სკოლაშიც. იგი ფართოდ არის გავრცელებული ხალიჩის ქსოვის ისეთ ცენტრებში, როგორებიც არის არდებილი, სარაბი, ყარაჯადაღი, და განსაკუთრებით დამახასიათებელია ქალაქ თავრიზისთვის. იმის და მიუხედავად, რომ „აფშანი“-ს ხალიჩები იქსოვება აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთში, სადაც ისინი შეადგენენ შირვანის ჯგუფს, მათი რთული კომპოზიცია დამახასიათებელია „ბაქო-ჰილა“-ს ხალიჩების ჯგუფისათვის და ცნობილია „ხილა -აფშანი“-ს სახელწოდებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Лятиф Керимов. Азербайджанский ковёр. I. Тип Куба-Ширван. В) Бакинская группа. «Хила-Афшан».. — Б.: «Гянджлик», 1983. — Т. III.
  2. О. Гордеева. Восточные ковры в собрании государственного Исторического музея. // Искусство восточных ковров : материалы Международного симпозиума по искусству восточных ковров, 5-11 сентября 1983 г.. — Б.: «Элм», 1988. — С. 113.