შინაარსზე გადასვლა

ჰილარი ჯონსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰილარი ჯონსონი

დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1837(1837-06-01)
დაბადების ადგილი მონროვია
გარდაცვალების თარიღი 1901
გარდაცვალების ადგილი მონროვია
მოქალაქეობა  ლიბერია

ჰილარი ჯონსონი (დ. 1 ივნისი 1837 — გ. 28 თებერვალი 1901) — ლიბერიის მე-11 პრეზიდენტი 1884 წლიდან 1892 წლამდე. იგი აირჩიეს ოთხჯერ.[1] ის იყო ლიბერიის პირველი პრეზიდენტი, რომელიც დაიბადა აფრიკაში. პრეზიდენტობამდე მან სამჯერ დაიკავა სახელმწიფო მდივნის, ხოლო ერთხელ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა.[2]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკულ-ლიბერიული წარმოშობის ჯონსონი დაიბადა მონროვიაში, კოლონიაში.[3] მისი მშობლები იყვნენ ელიჯა ჯონსონი[1] ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკელი მოსახლე, რომელმაც დააარსა კოლონია კეიპ-მესურადოზე და მისი მეორე ცოლი რეიჩელ რაიტი (დაბ. 1798), ასევე ერთ-ერთი პირველი მოსახლე. ჯონსონმა განათლება კოლონიაში, ალექსანდრეს უმაღლეს სკოლაში მიიღო, მოგვიანებით კი ასწავლიდა ლიბერიის კოლეჯში თავის მომავალ პოლიტიკურ მეტოქესთან, ედუარდ უილმოტ ბლაიდენთან ერთად.[4]

ქორწინება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის მოწყობის შემდეგ ჯონსონი დაქორწინდა და შექმნა ოჯახი. მისი ვაჟი, ფრედერიკ იუჯინ რიშელიე ჯონსონი, ცნობილი როგორც ფრედერიკ ე. რ. ჯონსონი, გახდა ადვოკატი და ქვეყნის უზენაესი მოსამართლე (Chief Justice), მსახურობდა ამ თანამდებობაზე 1929–1933 წლებში.

ჯონსონი პოლიტიკურად გააქტიურდა. პრეზიდენტმა ედუარდ ჯეიმს როიმ (აფრო-ამერიკელი, რომელიც ლიბერიაში 1847 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ერთი წლით ადრე გადასახლდა) იგი სახელმწიფო მდივნად დანიშნა.

1884 წელს ჯონსონი ნომინირებული იყო როგორც რესპუბლიკური, ისე „True Whig“ (ნამდვილი ვიგების) პარტიის მიერ.[1] თავის პირველ არჩევნებში ჯონსონმა უკონკურენტოდ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვების შემდეგ მან საკუთარი თავი „True Whig“-ის წევრად გამოაცხადა.[3] ის იყო ლიბერიის პირველი პრეზიდენტი, რომელიც აფრიკის კონტინენტზე დაიბადა.[1]

ამ ორი პოლიტიკური პარტიის მიერ ჯონსონის მხარდაჭერა რომლებიც, როგორც წესი, ამერიკულ-ლიბერიულ საზოგადოებაში არსებული კანის ფერის ნიშნით დაყოფის საპირისპირო მხარეებს წარმოადგენდნენ ფერადკანიანთა შორის დისკრიმინაციასთან (კოლორიზმთან) დაკავშირებით ზავის ნიშანი იყო. მანამდე არსებობდა დაძაბულობა შერეული რასის ანუ მულატ მოსახლეებსა და უფრო მუქი კანის მქონე იმ მოსახლეებს შორის, რომელთაც ნაკლებად აშკარა ევროპული წარმომავლობა ჰქონდათ (თუკი საერთოდ ჰქონდათ). საზოგადოება გაერთიანდა, რათა ქვეყანაში თავისი პოლიტიკური ძალაუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კონცენტრაცია მოეხდინა.[3]

1868 წლის შემდგომ ათწლეულებში მზარდმა ეკონომიკურმა სირთულეებმა შეასუსტა სახელმწიფო ხელისუფლების დომინირება სანაპიროს ადგილობრივ მოსახლეობაზე. პირობები გაუარესდა, რადგან იმპორტის ხარჯები ბევრად აღემატებოდა ისეთი კულტურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს, როგორიცაა ყავა, ბრინჯი, პალმის ზეთი, შაქრის ლერწამი და ხე-ტყე. ლიბერია სასოწარკვეთილი ცდილობდა თავისი ძირითადად აგრარული ეკონომიკის მოდერნიზებას.

1885 წელს ჯონსონი დათანხმდა ბრიტანეთის გვირგვინის მიერ გალინასის ტერიტორიის ანექსიას მათი კოლონიის, სიერა-ლეონეს მეშვეობით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ ურჩია მას, დათმობაზე წასულიყო ბრიტანეთის მოთხოვნებთან.[3] იმავე წლის ნოემბერში ლიბერიამ და დიდმა ბრიტანეთმა მოახდინეს ჰევლოკის კონვენციის პროექტის რატიფიცირება, რომელმაც საბოლოოდ დაადგინა საზღვარი ლიბერიასა და სიერა-ლეონეს შორის. მას შემდეგ მდინარე მანო წარმოადგენს საზღვარს ამ ორ ქვეყანას შორის.

1886 წელს აშშ-ის კონგრესისადმი მიწერილ გზავნილში, აშშ-ის პრეზიდენტმა გროვერ კლივლენდმა ისაუბრა შეერთებული შტატების „მორალურ უფლებასა და მოვალეობაზე“, დახმარებოდა ლიბერიას. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შორეული საზოგადოება ჩვენი საკუთარი სისტემის შტოა,“ თქვა მან. თუმცა, როდესაც ლიბერიამ სამხედრო დახმარება ითხოვა შიდა აჯანყების წინააღმდეგ, რომლის წაქეზებაშიც ფრანგები მოიაზრებოდნენ, კლივლენდის სახელმწიფო მდივანმა უარი თქვა. მან განაცხადა, რომ ლიბერიას არ გააჩნდა ქვეყნის სტატუსი მსგავსი მოთხოვნების შესასრულებლათ.

ლიბერიის ზოგიერთი მკვიდრი ხალხი, რომლებიც მონტსერადოს ოლქის შიდა რაიონებსა და უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, განაგრძობდა წინააღმდეგობას და საომარ მოქმედებებს 1890-იანი წლების ბოლომდე. გოლას და მანდინგოს ტომები იბრძოდნენ რეგიონში სავაჭრო გზებზე კონტროლის მოსაპოვებლად. ამავდროულად, გოლას ხალხის სხვადასხვა ფრაქცია ერთმანეთთანაც იბრძოდა.

  1. 1 2 3 4 Benjamin Brawley, A Social History Of The American Negro
  2. C. Abayomi Cassell, Liberia: History of the First African Republic, p. 274
  3. 1 2 3 4 Donald A. Renard, editor; "Liberians: An Introduction To Their History And Culture" დაარქივებული 2008-06-25 საიტზე Wayback Machine. , Center For Applied Linguistics, 2005.
  4. Hollis R. Lynch, Edward Wilmot Blyden: Pan-Negro Patriot, Oxford University Press, 1967.