შინაარსზე გადასვლა

ჰილარიუს ფუსკუსის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰილარიუს ფუსკუსის სამარხი (იტალ. Sepolcro di Hilarus Fuscus) — სამარხი ძეგლი, რომელიც მდებარეობს აპიუსის გზის მეოთხე მილთან, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით.[1][2]

სამარხი აღადგინა ლუიჯი კანინამ 1800-იანი წლების შუა პერიოდში.[3] წარწერა, რომელზეც დატანილი იყო ქვის ნაგებობაზე გამოსახული პირების სახელები, გაქრა 1978-1998 წლებს შორის პერიოდში. ქანდაკებები ასლებია: ორიგინალები ამჟამად დიოკლეტიანეს აბანოების ეროვნულ მუზეუმშია.[4]

სამარხის არქიტექტურა და ფიგურების ანალიზი (განსაკუთრებით ქალების ვარცხნილობა) მიუთითებს, რომ სამარხი აშენებულია რესპუბლიკური პერიოდის ბოლოს, იმპერიული ეპოქის დასაწყისში (დაახლოებით ძვ. წ. 30 წ.).[4]

სამარხი ნახსენებია ემილ ზოლას რომანში „რომა“, რომელიც გამოქვეყნდა 1896 წელს.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Becker, J.. Places: 242234873 (Tomb of Hilarus Fuscus). Pleiades. ციტირების თარიღი: November 10, 2015
  2. (1907) On the Appian Way: A Walk from Rome to Albano. R. Bemporad, გვ. 147–. 
  3. Ivana Della Portella, Giuseppina Pisani Sartorio, Francesca Ventre (2004) The Appian Way: From Its Foundation to the Middle Ages. Los Angeles: The J. Paul Getty Museum, გვ. 74. ISBN 978-0892367528. 
  4. 4.0 4.1 Mario Erasmo (2015). Strolling Through Rome: The Definitive Walking Guide to the Eternal City. I.B.Tauris, გვ. 313–. ISBN 978-1-78076-351-4. 
  5. (2012) Roma. Cabaret Voltaire. ISBN 978-84-936648-7-9.