ჰიქმეთ ჰაჯიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰიკმეტ ჰაჯიევი)
ჰიქმეთ ჰაჯიევი
ჰიქმეთ ჰაჯიევი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა29 ნოემბერი, 2019

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 სექტემბერი 2014 – 18 სექტემბერი 2018
წინამორბედიელმან აბდულაევი
მემკვიდრელეილა აბდულაევა

დაბადებული15 ოქტომბერი, 1979 (1979-10-15) (44 წლის)
განჯა, აზერბაიჯანის სსრ
განათლებაბსუ

ჰიქმეთ ჰაჯიევი (აზერ. Hikmət Fərhad oğlu Hacıyev; დ. 15 ოქტომბერი, 1979, განჯა, აზერბაიჯანის სსრ) — აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიქმეთ ჰაჯიევი დაიბადა 1979 წლის 15 ოქტომბერს განჯაში, სადაც დაამთავრა №24 საშუალო სკოლა. სწავლობდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავდა ჯერ ბაკალავრის, ხოლო შემდეგ მაგისტრის ხარისხით. იგი აგრეთვე სწავლობდა ნატოს თავდაცვის კოლეჯის სამაგისტრო პროგრამაზე, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ცენტრში და ბელგიის ULB უნივერსიტეტში.[1] სხვადასხვა წლებში მუშაობდა ნატოში აზერბაიჯანის წარმომადგენლობაში, ქუვეითში აზერბაიჯანის საელჩოში. 2014 წლიდან 2018 წლამდე ჰაჯიევი მუშაობდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე.[1] 2018 წლის 9 ივლისს მიენიჭა მედალი „დიპლომატიურ საქმეში გამორჩეული სამსახურისათვის“, ხოლო ერთი წლის შემდეგ „სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის“ დაჯილდოვდა მე-2 ხარისხის ღირსების ორდენით.

2018 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ,[2] 2018 წლის 26 ნოემბერს კი დაინიშნა ამავე დეპარტამენტის უფროსად,[3] ხოლო 2019 წლის 29 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწედ.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]