ჰიდროფობია
იერსახე
ჰიდროფობია (ლათ. hydrophobia; ბერძნ.–დან ὕδωρ — წყალი და φόβος — შიში) — წყლის შიში, რომელიც იწვევს საყლაპავი კუნთების ძლიერ სპაზმს, არა მარტო წყლის დალევის მცდელობისას, არამედ წყლის დანახვისა და მისი ხსენებისასაც. გვხვდება ცოფის (ძველად მას ჰიდროფობიას ეძახდნენ), ტეტანუსისა და ისტერიის დროს.