ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
იერსახე
ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი — საბჭოთა კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი, ძირითადი სამეცნიერო-მეთოდური და ოპერატიული დაწესებულება სსრკ-ში, რომელიც სახალხო მეურნეობას აწვდის ყველა სახის მეტეოროლოგიურ, ჰიდროლოგიურ და აგრომეტეოროლოგიურ პროგნოზს. დაარსდა მოსკოვში 1965 წელს პროგნოზების ცენტრალური ინსტიტუტისა და მსოფლიო მეტეოროლოგიური ცენტრის გაერთიანების შედეგად. 1992 წლიდან რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. აქვს ფილიალი (ქალაქ ობნინსკში), რომლის ამოცანაა რეჟიმული მონაცემების დაგროვება და მსოფლიო ჰავის შესწავლა. ცენტრი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1967).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 654.