ჰიდროელექტროსადგურები აზერბაიჯანში
ჰიდროელექტროსადგურები აზერბაიჯანში — წარმოადგენს ერთ-ერთ ელექტროენერგიის წყაროს აზერბაიჯანისთვის. აზერბაიჯანში მდინარეების ელექტროენერგიის წარმოების პოტენციალი შეფასებულია 40 მილიარდ კილოვატად საათში, ხოლო შესაძლო პოტენციალი შეადგენს 16 მილიარდ კილოვატს საათში. მცირე მასშტაბის ჰესებს გააჩნია განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აზერბაიჯანში. კერძოდ, მდინარე მტკვარზე, არაქსზე და სხვა მდინარეებზე განლაგებულებს, რომლებიც ჩაედინებიან კასპიის ზღვაში. ამჟამად, ჰიდროენერგეტიკა, სადაც დომინირებს ფართომასშტაბიანი კაშხლები, აზერბაიჯანის ელექტროენერგიის 11.4% უზრუნველყოფს. .[1][2]
ჰიდროელექტრული პოტენციალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყალი არის მთავარი განახლებადი რესურსი, რომელიც აზერბაიჯანში ენერგიის მომარაგებას უწყობს ხელს და 2010 წელს ელექტროენერგიის წარმოების 18%-ს შეადგენდა. აზერბაიჯანს აქვს დაახლოებით 1000 მგვტ სიმძლავრის მოქმედი ჰიდროენერგეტიკა და კიდევ დამატებით 62 მგვტ სიმძლავრე. უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური არის მინგეჩაური, მას აქვს 402 მეგავატი სიმძლავრე და მდებარეობს მდინარე მტკვარზე. გარდა ამისა, დღეისათვის აზერბაიჯანში კიდევ სამი ჰიდროელექტროსადგურია სიმძლავრით 100 მგვტ-ზე მეტი, ყველა მათგანი მდებარეობს მდინარე მტკვარზე. ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს წყალდიდობის კონტროლის საკითხებში, ელექტროენერგიის წარმოებასა და ახალი სარწყავი სისტემების შექმნაში. უახლოეს მომავალში დაგეგმილია 61 მცირე ჰესის მშენებლობა. მცირე ჰესები ხშირად განლაგებულია დასახლებებში. 2013 წლის ბოლოსთვის გეგმაში იყო, რომ მთავრობას დაეფინანსებინა 20 მცირე ჰესის მშენებლობა, ამ გეგმიდან ორი პროექტი უკვე დაიწყო.
ასევე არსებობს პროექტები სარწყავ არხებზეც. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ხელი შეუწყო ჰიდროენერგიის განვითარებას აზერბაიჯანში, 2007–2012 წლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჰქონდა ნორვეგიის მიერ გაცემული 1,5 მილიონი დოლარის ბიუჯეტი.[3][4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მინგეჩაურის წყალსაცავის, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 1945 წელს, პირველი ჰიდრო აგრეგატი ექსპლუატაციაში შევიდა 1953 წელს. 1955 წელს სადგურმა სრული სიმძლავრით დაიწყო მუშაობა. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში აზერბაიჯანმა 1970–80-იან წლებში კიდევ რამდენიმე მასშტაბური პროექტი დაიწყო. იმისათვის, რომ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ელექტროენერგიის მოთხოვნის გარკვეული ნაწილი შიდა რესურსებით უზრუნველყოფილი ყოფილიყო, არაქსის 22 მგვტ სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგური აშენდა მდინარე არაქსზე 1971 წელს.
1980-იან წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 370 მგვტ ელექტროენერგიის მქონე შამქორის ჰესი. იენიკენდის წყალსაცავის და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 1984 წელს. ასე უზარმაზარი რაოდენობა ელექტროენერგია იქნა წარმოებული აზერბაიჯანის შიდა საზღვრებში. [5][6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ HYDROPOWER IN AZERBAIJAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-20. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
- ↑ Overview on Renewable Energy Technology.
- ↑ In-Depth Review of the Energy Efficiency Policy of Azerbaijan. Hydropower.
- ↑ Energy. Power generation.
- ↑ İQTİSADİYYAT. Energetika.
- ↑ ENERJİNİN İSTEHSALI.