შინაარსზე გადასვლა

ჰეშტეგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰეშტეგი (ინგლ. hashtag) — ნიშანი, რომელიც სოციალურ ქსელებში და ბლოგებში შეტყობინების თემებად დასაყოფად და გასავრცელებლად გამოიყენება.

ჰეშტეგი არის დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშტეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ინტერნეტ-ბმულად და შესაძლებელს ხდის მოიძებნოს ამ ჰეშტეგის ქვეშ დათაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით.

მარკირების ეს მეთოდი პირველად ტვიტერში გაჩნდა და სწრაფადვე გავრცელდა სხვა სოციალურ ქსელებში.