ჰეშთეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰეშთეგი (ინგლ. hashtag) — ნიშანი, რომელიც სოციალურ ქსელებში და ბლოგებში შეტყობინების თემებად დასაყოფად და გასავრცელებლად გამოიყენება.

ჰეშთეგი არის დათაგული სიტყვა, რომელსაც წინ უძღვის სიმბოლო #. ჰეშთეგით სიტყვა იქცევა აქტიურ ინტერნეტ-ბმულად და შესაძლებელს ხდის მოიძებნოს ამ ჰეშთეგის ქვეშ დათაგული სხვა პოსტები მთელი სოციალური ქსელის მასშტაბით.

მარკირების ეს მეთოდი პირველად ტვიტერში გაჩნდა და სწრაფადვე გავრცელდა სხვა სოციალურ ქსელებში.