ჰეღო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჰეღო — ნასოფლარი საქართველოში მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კახეთის მხარეში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარეების ლაროვანისწყლისა და კვახიდისწყლის შესართავიდან 400-500 მეტრში, მაღლა მთაზე.

ნასოფლარ ჰეღოს 2018 წელს, თუშეთის კიდევ ცხრა პუნქტთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეღო იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოს გადაღმა ტყის პირას აღმართული ხატია. თქმულების თანახმად, ცხრაკარიდან ადამიანების ქცევით უკმაყოფილო იოანე ნათლისმცემელი თუშეთის სოფელ ჰეღოში გაქცეულა. XX საუკუნის ნახევრამდე ჰეღოში სხვა დღესასწაულების გვერდით აღინიშნებოდა ნათლისმცემლის დღეობაც და მას თუშები, როგორც ერთ-ერთ ძლიერ და მკაცრ ხატს, ისე იცნობდნენ. რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა ჰეღო და საერთოდ თუშეთი დაიცალა მოსახლეობისგან, რამდენიმე ადამიანმა ითავა ჰეღოს ნათლისმცემლის ნიშის ბარად ჩამოტანა და ცხრაკარას ტერიტორიაზე მისი აღმართვა, რომელსაც დღეს ჰეღოს ნათლისმცემლის სახელით მოიხსენიებენ.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასოფლარის ტერიტორიაზეა განთვსებული იოანე ნათლისმცემლის ხატის კომპლექსი და კოშკები.

იოანე ნათლისმცემლის ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოანე ნათლისმცემლის ხატის კომპლექსში მოქცეული ყველა შენობა ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კომპლექსი ძლიერ დაზიანებულია. გალავნის კედელი 2,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. გალავანს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, დანარჩენი სამი მხარე სწორკუთხა კონტრფორსებითაა გამაგრებული. შესასვლელი შეისრულთაღიანია, ორივე მხარეს აქვს სათოფურები.

არსებული სამი კოშკიდან ორი თითქმის სულ დანგრეულია, ხოლო მესამე სამსართულიანი კოშკი, რომელიც გალავნის ჩრდილო კედელშია მოქცეული, კვადრატული გეგმისაა და როგორც ყველა თუშური კოშკი, ზემოთნ ვიწროვდება.

კოშკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკები მდებარეობს ნასოფლარის განაპირას და განეკუთვნებიან გვიანდელ შუა საუკუნეებს. სამხრეთის კოშკი ექვსართულიანია და ფუძეში არაწესიერ ტრაპეციას უახლოვდება, ხოლო ჩრდილოეთის კოშკის ხუთი სართულია შემორჩენილი. გეგმაში ის წაგრძელებულ ოთხკუთხედს წარმოადგენს. კოშკებს შორის შემორჩენილია გვიანდელი ნაგებობის ნაშთი, რომლის დასავლეთ კედელზე კარი, სარკმელი და სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჰეღო&oldid=3720830“-დან