ჰეუ დარიმპლი (ადვოკატი)
იერსახე
კაპიტანი ჰეუ დარიმპლი (ხანდახან მოიხსენიება როგორც ჰიუ; დ. 12 ივლისი, 1727 — გ. 1774) — შოტლანდიელი ადვოკატი და პოეტი, რომელიც 1771 წლიდან გრენადის გენერალურ პროკურორად მუშაობდა.[1] დაიბადა 1727 წლის 12 ივლისს, რობერტ დარიმპლისა და ანა კენედის ოჯახში. ცოლად მოიყვანა გრისელი, კოლონელ რობერტ ბრაუნის ქალიშვილი, რომელთანაც გაშორებამდე ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა. მისი უმცროსი ქალიშვილი კურტიზანი გრეის ელიოტი იყო.[2]
დარიმპლმა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1771 წელს მიიღო. ის აქტიურად მონაწილეობდა ცნობილ დუგლასის საქმეში.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დარიმპლი, ჰეუ. (1759)ვუდსტოკის პარკი: ელეგია.[მკვდარი ბმული] – ელეგია ჩარლზ სპენსერის, მარლბოროს მესამე ჰერცოგისათვის (1706—1758) რომელმაც 1758 წელს სენ-მალოს ძარცვა განახორციელა. (ინგლ.)
- დარიმპლი, ჰეუ (1763–70). „როდონდო; ან სახელმწიფო ჟონგლიორები“. „შოტლანდიელთა ჟურნალი“. – შოტლანდიის დაცვითი ნაშრომი ბუტის ადმინისტრაციის დროს. (ინგლ.)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Eliott, Grace, in Journal of my Life (1859)
- Forster, Harold, Supplements to Dodsley's Collection of Poems (1980) 102
- Notes Queries 1st Series 9:589
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Radcliffe, David H.. Hugh Dalrymple (1740 ca.-1774). English Poetry 1579–1830. Virginia Tech. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 March 2012. ციტირების თარიღი: 17 July 2011.
- ↑ Oxford Journals (1866). Notes and queries. Oxford University Press.