შინაარსზე გადასვლა

ჰეტერონორმატიულობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰეტერონორმატიულობა — წარმოდგენა, რომ ჰეტეროსექსუალობა სასურველი ან ბუნებრივი სექსუალური ორიენტაციაა.[1]

ჰეტერონორმატიულობა გულისხმობს გენდერულ ბინარულობას — ანუ იმას, რომ არსებობს მხოლოდ ორი გამოკვეთილი, საპირისპირო გენდერი — და მიიჩნევს, რომ სექსუალური და საქორწინო ურთიერთობები მხოლოდ საპირისპირო სქესის მქონე ადამიანებს შორისაა მისაღები. შესაბამისად, ჰეტეროსექსუალური ხედვა მოიცავს ბიოლოგიური სქესის, სექსუალობის, გენდერული იდენტობისა და გენდერული როლების მინიჭებას.

ჰეტერონორმატიულობა ხშირადაა დაკავშირებული ჰეტეროსექსიზმსა და ჰომოფობიასთან.[1] ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ ინდივიდებზე სოციალური ჰეტერონორმატიულობის გავლენა შეგვიძლია ჰეტეროსექსუალურ პრივილეგიად განვიხილოთ.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 (2018) A Dictionary of Social Work and Social Care. Oxford University Press, გვ. 335. ISBN 978-0-19-251686-2. 
  2. Williford, Beth. „Heterosexual privilege“. Encyclopedia of Gender and Society.