ჰესიონე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერაკლე კლავს ურჩხულს და არჩენს ჰესიონეს

ჰესიონე (ბერძნ. Ησιόνη) — ტროას მეფის — ლაომედონტის ქალიშვილი. ლაომედონტთან მსახურობდნენ პოსეიდონი და აპოლონი. ამათ ააშენეს ტროის კედლები. ძუნწმა მეფემ ღმერთებს შეპირებული გასამრჯელო არ მისცა და გაჯავრებულა პოსეიდონმა მას სამაგიერო გადაუხადა, მის ქვეყანაში გაგზავნა ურჩხული, რომელმაც მუსრი გაავლო ამ მხარეს. ქვეყანა რომ ამ საშინელებისაგან განთავისუფლებულიყო, როგორც სამისნომ იწინასწარმეტყველა, საჭირო იყო მსხვერპლად შეეწირათ მეფის ასული ჰესიონე. ჰერაკლემ მოკლ ურჩხული და გადაარჩინა ქალიშვილი. მეფემ არც ჰერაკლეს სცა პატივი, ამიტომ გმირმა აიღო ტროა, მეფე ლაომედონტი მოკლა დამისი ყველა შთამომავალი (პრიამოსსა და ჰესიონეს გარადა) დახოცა. ჰერაკლემ ჰესიონე მიათხოვა ტელამონს.

როდესაც ლაომედონი ტროას გალავანს აშენებდა, მას გაუმართლა: იმ ხანად ზევსს ღმერთები აუმბოხდნენ. განრისხებულმა ზევსმა აპოლონი და პოსეიდონი აიძულა დღიურ მუშებად ემსახურათ ლაომედონთან. მეფემ პირი გატეხა და სამუშაოს დასრულების შემდეგ საზღაური არ გადაუხადა ღმერთებს. მაშინ პოსეიდონმა მას მიუგზავნა ზღვის ურჩხული, რომელიც ტროას აჩანაგებდა. ორაკულის რჩევით, ამ უბედურებისაგან თავდასაღწევად საჭირო იყო მეფის ასულის მსხვერპლად შეწირვა. მეფემაც, ხალხმაც გაიმეტეს ჰესიონე და კლდეს მიაჯაჭვეს. იგი გადაარჩინა გმირმა ჰერაკლემ, რომელმაც მოკლა ურჩხული. სანაცვლოდ ლაომედონს მისთვის ზევსის მიერ ნაბოძები მერნები უნდა მიეცა. არც ეს პირობა შეასრულა ლაომედონმა. ამ ამბებიდან მცირე ხნის შემდეგ ჰერაკლე დიდძალი ლაშქრით შეიჭრა ტროაში, დაამხო ქალაქი, ლაომედონი სიცოცხლეს გამოასალმა, მისი ქალიშვილი კი ტელამონზე დააქორწინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნოდარ გაფრინდაშვილი. მითოლოგიური ლექსიკონი. გვ. 328 - თბილისი, „განათლება“, 1972.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: