ჰესენური სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრადიციული ჰესენური კერძი: ვეკევერტი მოხარშული კარტოფილითა და კიტრის მწნილით

ჰესენური სამზარეულო (გერმ. Hessische Küche) — გერმანული რეგიონის, ჰესენის ტრადიციული კერძების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ჩრდილოურ და სამხრეთულ გერმანულ სამზარეულოებს. მასზე დიდი გავლენა აქვს ბავარიულ და რაინულ გასტრონომიებს. ჰესენურ სამზარეულოში მჟავე გემოები დომინირებს, რაც ღვინის, ძმრის, სიდრის, არაჟნისა და ხახვის დახმარებით მიიღწევა.

სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციული თიხის დოქი და ჰესენური სიდრი (ვაშლის ღვინო)

ჰესენს მრავალი საერთო აქვს რაინულ გასტრონომიასთან, რაც იმითაა განპირობებული, რომ მათ თითქმის ერთნაირი ჰავა და ფლორა-ფაუნა აქვთ. ამასთან, ჰესენი გერმანიაში მევენახეობითაა ცნობილი. სწორედ ამ პატარა რეგიონში იწარმოება გერმანული ღვინის ძირითადი ნაწილი. სამხრეთ ჰესენში განსაკუთრებით აქტუალურია მშრალი ღვინოების წარმოება.

ფრანკფურტ-ამ-მაინის მხარეში ერთობ პოპულარული და გავრცელებულია ვაშლის ღვინო (გერმ. Apfelwein), იგივე სიდრი. ჰესენელები სიდრს ტრადიციულად თიხის დიდი დოქით სვამენ, რომელიც, როგორც წესი, სხვადასხვა ორნამენტითაა ხოლმე გაფორმებული. სხვა ადგილობრივი და პოპულარული სასმელებიდან აღსანიშნავია სპაიერლინგი, იგივე ვაშლის ღვინო, რომელსაც ემატება ხის კენკრა, და მიშპელხენი, ვაშლის კონიაკი, რომელსაც მიირთმევენ მედლართან ერთად.

ჰესენში ასევე მდებარეობს რამდენიმე მსხვილი ლუდსახარში ქარხანა, რომლებიც ცდილობენ, რომ კონკურენცია გაუწიონ ბავარიულ და სხვა გერმანულ ლუდებს.

საჭმელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანკფურტის მიდამოებში ერთობ პოპულარულია ჰანდკიზე, ძლიერ მჟავე ყველი, რომელსაც ხშირად მიირთმევენ „mit Musik“, ანუ „მუსიკასთან ერთად“. როგორც წესი, ჰანდკიზეს მწვანილთან, ან ნედლ ხახვთან ერთად მიირთმევენ.

რაინ-მაინის ტერიტორიის გარეთ, ჩრდილო ჰესენში, უფრო კონკრეტულად კი ქალაქ კასელსა და მის მიდამოებში, გავრცელებულია გამომშრალი და შებოლილი ძეხვი, იგივე აჰლ-ვიურსტი. ამასთან, აქ პოპულარულია შებოლილი სოსისი, ბეკონის ქვიში და ე.წ. ყავისფერი სოსისი.

ფრანკფურტული მწვანე სოუსი მოხარშულ კარტოფილთან ერთად

სოუსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანკფურტის კიდევ ერთ ტრადიციულ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკვებად მიიჩნევა ე.წ. მწვანე სოუსი (გერმ. Grüne Soße), რომელიც მზადდება ძმრის, მწვანილების, კვერცხის, ზეთისა და ძმრისგან. მწვანე სოუსს, როგორც წესი, მიირთმევენ კვერცხთან, კარტოფილთან, ან ხორცთან. კასელსა და ჩრდილოეთ ჰესენში ცნობილია მწვანე სოუსის განსხვავებული რეცეპტი აქვთ. აქ მას შვიდი სახეობის მწვანილით, არაჟნით, კვერცხითა და იოგურტით ამზადებენ. იგი ტრადიციული ფრანკფურტული მწვანე სოუსისაგან განსხვავდება როგორც შესახედავად, ისე გემოთი.

ჰესენის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით კი კასელში, პოპულარულია სოუსი დაკეფეტი, რომელიც მზადდება ბეკონის, ხახვისა და არაჟნისგან, ზოგჯერ ემატება შედედებული რძეც. როგორც წესი, მას დაკეფეტის კარტოფილთან, ან დაკეფეტის პელმენებთან ერთად მიირთმევენ. ცოტა და მარტივი ინგრედიენტების გამო, ჰესენური არისტოკრატია მას გლეხების სოუსს უწოდებდა.

ტკბილეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ჰესენური სამზარეულო დესერტებით სახელგანთქმული არაა, შობის დროს ფრანკფურტში პოპულარულია ბეთმინხენი, რომელიც, თითქმის შეიძლება ითქვას, რომ დარიჩინის პურია. როგორც წესი, ფრანკფურტელები მას ვაშლის ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. ასევე ჰესენური დესერტია შმანდკუხენი, რომელიც მზადდება ნაღების, სქელი არაჟნის, ცხიმიანი კრემის, შაქრისა და დარიჩინის გამოყენებით და აქვს ნამცხვრის სახე. იგი მთელს ჰესენში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Kassel: Die Gebrüder Grimm Stadt". Logitravel. Retrieved 20 January 2013. Typical dishes that you should try are Speckkuchen, Kasseler green sause and Weckewerk.
  • Walter Steinmetz (1999). Meine Kinderheit in Nordhessen 1943-1950. p. 73. Duckefett is a simple meal typical of north Hesse, made of a roux with rich bacon and fried onions, served with jacket potatoes.
  • Peter Lesniczak (2003). Alte Landschaftsküchen Im Sog der Modernisierung. p. 137. Reflected in the cookbooks, Hessian cuisine is a transitional form between North German and South German cuisines
  • Hannelore Dittmar-Ilgen (2008). Familien-Erinnerungen: Ein kulinarischer Streifzug. p. 49. ...it is a sour style typical of Hessian cooking...
  • "Hesse: A Culinary Tour of Hessen and Frankfurt". German Foods North America, LLC. Retrieved 20 January 2013.