ჰერფორდის ვესტფალიის ევანგელიკური საეკლესიო მუსიკის უმაღლესი სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერფორდის ვესტფალიის ევანგელიკური საეკლესიო მუსიკის უმაღლესი სკოლა
Hochschule für Kirchenmusik der Evangelischen Kirche von Westfalen
დაფუძნდა 1948
ტიპი ფახჰოხშულე[1] , საეკლესიო კოლეჯი[1] და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულება[2]
სტუდენტი 38
ქალაქი ჰერფორდი
მხარე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის დროშა ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ჰერფორდის ვესტფალიის ევანგელიკური საეკლესიო მუსიკის უმაღლესი სკოლა — გერმანია
ჰერფორდის ვესტფალიის ევანგელიკური საეკლესიო მუსიკის უმაღლესი სკოლა
http://www.hochschule-herford.de/

ჰერფორდის ჩრდილოეთ ფალიის ევანგელიკური საეკლესიო მუსიკის უმაღლესი სკოლა (გერმ. Hochschule für Kirchenmusik der Evangelischen Kirche von Westfalen) ჰერფორდში — ვესტფალიის ევანგელიკური ეკლესიის კუთვნილებაში არსებული დაწესებულება. არსებული სასწავლო დაწესებულება არის ერთადერთი პროტესტანტული საეკლესიო მუსიკის უმაღლესი სკოლა ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში. ამავდროულად იგი წარმოადგენს გერმანიის 7 ევანგელიკურ სამუსიკო სკოლათაგან სიდიდით მეორეს და ერთ-ერთს იმ 30 სამუსიკო დაწესებულებებიდან, რომლებიც ევანგელიკურ მუსიკას აზიარებენ სწავლის მსურველებს. ჰერფორდის უმაღლესი სკოლა ამზადებს ქვეყნის მასშტაბით ევანგელიკური საეკლესიო მუსიკის სპეციალისტების 10 პროცენტს. უმაღლესი სკოლა სთავაზობს სწავლის მსურველებს დაუფლებას მუსიკალური სპეციალობებისა შემდეგი აკადემიური კვალიფიკაციებით: „საეკლესიო მუსიკა - B“, „საეკლესიო მუსიკა — A“ და ამზადებს მუსიკალური ხელოვნების სიმწიფის გამოცდისთვის შემდეგ საგნებში: ორგანი, საორგანო იმპროვიზაცია, გუნდის ხელმძღვანელი, ფორტეპიანო და ისტორიული კლავიშიანი ინსტრუმენტები.

რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლის პროფილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლებელი ძირითადი საორგანო ხელოვნებისა და საგუნდო ხელოვნების სპეციალობების გვერდით თავის მთავარ მიმართულებად მიიჩნევს პრაქტიკაზე ორიენტირებულ მუშაობას სასულე ინსტრუმენტებით, ასევე ბავშვთა საგუნდო ხელოვნებას.

სტუდენტებისათვის აუცილებლად ითვლება მონაწილეობის მიღება უმაღლესი სკოლის გუნდში. გუნდი საკონცერტო მოგზაურობებით უკვე იმყოფებოდა საფრანგეთში, ისლანდიაში, უნგრეთსა და რუმინეთში.

თავის სასწავლო განყოფილებებზე უმაღლესი სასწავლებელი სწავლის მსურველებს სთავაზობს შემდეგი კვალიფიკაციებს:

  • ძირითადი სპეციალობის B- და A-მუსიკოსად მომზადებას (B-გამოცდის ფარგლებში)
  • სწავლას საბოლოო საკვალიფიკაციო მიზნით მუსიკალური ხელოვნების სიმწიფის B- და A-გამოცდებისათვის საგნებში საორგანო ლიტერატურა, საორგანო იმპროვიზაცია, გუნდის ხელმძღვანელი, საფორტეპიანო ხელოვნება და დაკვრა ისტორიულ კლავიშიან ინსტრუმენტებზე (ჩემბალო,, კლავიქორდი ა.შ.).

სწავლა გრძელდება 8 სემესტრი ვიდრე ე. წ. B-გამოცდამდე, დანარჩენი 4 სემესტრის საბოლოო მიზანი კი A-გამოცდაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Walter Blankenburg: Die Idee der evangelischen Kirchenmusikschule 1928–1948. წიგნში: Musik und Kirche, Jg. 38 (1968), გვერდი 270.
  • Helmut Fleinghaus: 63 Jahre Kirchenmusikerausbildung in Westfalen. Ein Beitrag zum vierzigjährigen Bestehen der Westfälischen Landeskirchenmusikschule. წიგნში: Helmut Fleinghaus, Uwe Karsten Groß, Lebrecht Schilling (გამომც.): 40 Jahre Westfälische Landeskirchenmusikschule Herford. Westfälische Landeskirchenmusikschule, Herford 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 https://www.mkw.nrw/hochschule-und-forschung/studium-und-lehre/ueberblick-hochschulen-nrw
  2. https://studiengaenge.zeit.de/hochschule/126/hochschule-fuer-kirchenmusik-der-evangelischen-kirche-von-westfalen