შინაარსზე გადასვლა

ჰერო ფიენის ტიფინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერო ფიენის ტიფინი

ფაინს ტიფინი 2019-ში
დაბადების სახელი ჰერო ბორეგარდ ფოლკნერ ფიენის ტიფინი
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1997
ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი Corporación Universitaria del Caribe
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, ფილმების პროდიუსერი
აქტიური 2008-დღემდე
მშობლები დედა: მარტა ფაინსი

ჰერო ბორეგარდ ფოლკნერ ფიენის ტიფინი (დ. 6 ნოემბერი, 1997) — ინგლისელი მსახიობი და ფილმების პროდიუსერი. ჰერო ყველაზე მეტად ცნობილია მთავარი როლებით ფილმების სერიაში „შემდეგ“ (2019–2023), ახალგაზრდა ტომ რიდლის განსახიერებით ფილმში „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“'[1] და შერლოკ ჰოლმზის როლით სერიალში „ახალგაზრდა შერლოკი“.

ადრეული ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერო ფიენის ტიფინი დაიბადა ლონდონში, კინორეჟისორ მარტა ფიენისა და კინოოპერატორ ჯორჯ ტიფინის ოჯახში.[2] ჰეროს ჰყავს ორი და-ძმა. მსახიობი არ ატარებს დეფისიან გვარს, რადგან მისი მშობლები არასოდეს ყოფილან დაქორწინებულები.[3] ჰერომ განათლება მიიღო რეის დაწყებით სკოლაში ლამბეთში, ემანუელ სკოლაში ბატერსიში და გრეივენის სკოლაში ტუტინგში.[4]

ჰერო ტვისლტონ-ვიკჰემ-ფიენისების ოჯახის წევრია; მსახიობის დიდი პაპა იყო მორის ფიენისი, ხოლო ბიძები დედის მხრიდან მსახიობები რალფ და ჯოზეფ ფიენისები არიან.[5] ჰეროს ბებია და პაპა დედის მხრიდან იყვნენ ფოტოგრაფი მარკ ფიენისი და რომანისტი ჯენიფერ ლაში. სამსახიობო კარიერამდე ფიენის ტიფინი მუშაობდა მებაღედ და ქეითერინგის სფეროში.[6]

ფიენის ტიფინის პირველი გამოჩენა ეკრანზე შედგა სპარტაკის როლით 2008 წლის დრამატულ ფილმში „ბიგაზე მეტი ვიდრე ბენი“. შემდგომში ჰერო ათასობით ახალგაზრდა მსახიობს შორის შეირჩა 11 წლის ტომ რიდლის როლზე ფილმისთვის „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“. მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ერთმა გამოცემამ ივარაუდა, რომ როლის მიღებაში მხოლოდ ოჯახური კავშირები დაეხმარა, რეჟისორმა დევიდ იეიტსმა განაცხადა, რომ ჰერო იყო შერჩეული ტექსტის კითხვისას „ბნელი სივრცის“ პოვნის უნარის გამო და ეს როლი მხოლოდ ბიძის, რალფ ფაინსის გამო არ მიუღია, რომელიც ლორდ ვოლდემორს თამაშობდა. თუმცა, იეიტსმა აღიარა, რომ ოჯახური მსგავსება „გადამწყვეტი ფაქტორი“ იყო.[7] იეიტსმა ფიენის ტიფინი დაახასიათა, როგორც „ძალიან ფოკუსირებული და დისციპლინირებული“.[8] იეისტმა თქვა, რომ ფიენის ტიფინმა „დაიჭირა პერსონაჟის კუთხეები, ბნელი განწყობები და უცნაური სული“, ასევე გააჩნდა „საოცარი მისტიკური თვისება, რომელმაც თითქოს ჩვენს თვალწინ გააცოცხლა ტომ რიდლი“.

„ჰარი პოტერის“ შემდეგ ფიენის ტიფინი გამოჩნდა ბრიტანულ სატელევიზიო როლებში ფილმებში „Private Peaceful“ (2012) და „Safe“ (2018), ასევე მოკლემეტრაჟიან დამოუკიდებელ ფილმში „Possession with Intent to Supply“ (2016). 2019 წელს ფიენის ტიფინი დაამტკიცეს ჰარდინ სკოტის მთავარ როლზე ფილმში „შემდეგ“. ფილმის წარმატებამ გამოიწვია ოთხი გაგრძელების გადაღება: „შემდეგ: შეჯახება“ (2020), „შემდეგ:დაცემა“ (2021), „შემდეგ: ბედნიერების მოლოდინში“ (2022) და „შემდეგ: ყველაფერი“ (2023), სადაც ფიენის ტიფინმა კვლავ შეასრულა ჰარდინ სკოტის როლი. ბოლო სამი ფილმი გადაიღეს ერთდროულად ბულგარეთში 2020 წლის ბოლოს,[9] COVID-19-ის პანდემიის გამო. ფიენის ტიფინმა ასევე ითამაშა ბრუკს გუსტაფსონი მძაფრსიუჟეტიან თრილერში „The Silencing“ [10](2020), ჯიმ ოლბრაიტი რომანტიკულ დრამაში „First Love“ (2022), სანტო ფერეირა ისტორიულ დრამაში ვიოლა დეივისის მონაწილეობით, სახელწოდებით „The Woman King“[11] (2023) და ჰენრი ჰეისი ფილმში „The Ministry of Ungentlemanly Warfare“ 2024 წელს..[12] ჰერომ ითამაშა მოზარდი შერლოკ ჰოლმზის როლი Prime Video-ს სერიალში „ახალგაზრდა შერლოკი“, რომლის რეჟისორია გაი რიჩი.[13]


სამსახიობო საქმიანობის გარდა, ფიენის ტიფინი იყო ისეთი ბრენდების მოდელი, როგორიცაა Dolce & Gabbana, Dior, H&M, Hugo Boss, Fendi, Oliver Peoples, Superdry,[14] Ferragamo[15] და David Yurman.[16]

ფიენის ფიტინის მომავალი პროექტები მოიცავს: „The Climb“, ფილმი, რომელიც ეფუძნება Greenpeace-ის 2013 წლის პროტესტს, სადაც აქტივისტები არალეგალურად ავიდნენ ლონდონის ცათამბჯენზე „The Shard“ არქტიკაში ნავთობის ბურღვის გასაპროტესტებლად;[17] „Mr. Smith“, თრილერი, რომელშიც ფიენის ტიფინის პერსონაჟი ბრუნდება ირლანდიის პორტში ძმის სასტიკი მკვლელობის გამოსაძიებლად (სცენარის ავტორი და რეჟისორი დეკლან ო'დუაიერი);[18] „Above the Below“, თრილერი, სადაც ფიენის ტიფინი თამაშობს იდეალისტ ასტრონავტს გადარჩენის მისიაში დედამიწაზე წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ (იდრის ელბასთან ერთად, რომელიც მისიის მეთაურს თამაშობს);[19] „Picture This“ და „Making Noise“.[20]

ფიენის ტიფინი ფეხბურთის ფანია და მხარს უჭერს საფეხბურთო კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედს“.[21][22]

ჰერო ფიენის ტიფინმა „ვესტ ჰემ იუნაიტედთან“ ერთად კლუბის კამპანია „The Soccer Tournament“ (TST) 2023 წელს გამარჯვებით დაასრულა „Culture by Mo Ali FC“-ის წინააღმდეგ.[23] „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ TST-ის გუნდს ხელმძღვანელობდნენ მოთამაშე-მწვრთნელი ანტონ ფერდინანდი და მსახიობი და გუნდის დიდი გულშემატკივარი ჰერო ფიენის ტიფინი. 7v7 ფორმატის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში 2025 წლის ივნისში გაიმართა.[24] ჰირომ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ითამაშა გოლფი საქველმოქმედო ტურნირზე BMW PGA Championship-ზე 2025 წლის სექტემბერში.[25] 2025 წლის 19 ოქტომბერს ფიენის ტიფინმა ითამაშა ფეხბურთი Sellebrity Soccer-ის საქველმოქმედო მატჩში.

  1. ↑ "Casting Is Complete on 'Harry Potter and the Chamber of Secrets.'" Distributed by PR Newswire on behalf of Warner Bros. Pictures, 15 November 2002. Retrieved 19 August 2008.
  2. ↑ Who Is Hero Fiennes Tiffin? Everything You Need To Know About The 'After' Star (19 February 2019). ციტირების თარიღი: 9 March 2019
  3. ↑ Naidoo, Neville. (26 April 2023) What Hero Fiennes Tiffin Is Doing Now and All of His Upcoming Projects. ციტირების თარიღი: 14 January 2024
  4. ↑ Google Questions for Hero Fiennes Tiffin (19 March 2020). ციტირების თარიღი: 20 March 2020
  5. ↑ (2003) რედ. Mosley, Charles: Burke's Peerage, Baronetage & Knighthood, 107, Burke's Peerage & Gentry, გვ. 3534. ISBN 978-0-9711966-2-9. 
  6. ↑ Eckhardt, Stephanie. "After Star Hero Fiennes Tiffin Almost Pursued Landscaping Instead of Acting"
  7. ↑ Jensen, Jeff. "There Will Be 'Half-Blood.'". Entertainment Weekly, Iss. #1007/1008, 22/29 August 2008. pg. 39. Retrieved on 19 August 2008.
  8. ↑ Puig, Claudia. "'Potter' trailer unveils a young Voldemort." USA Today, Life section, 30 July 2008. Retrieved 19 August 2008.
  9. ↑ „After Sequels 'After We Fell' & 'After Ever Happy' Going Into Production; Castille Landon To Direct“.
  10. ↑ „'After' Star Hero Fiennes Tiffin Joins Nikolaj Coster-Waldau, Annabelle Wallis In 'The Silencing'“. Deadline. ციტირების თარიღი: 8 April 2019.
  11. ↑ D'Alessandro, Anthony. (7 October 2021) 'The Woman King': Jayme Lawson, Hero Fiennes Tiffin & Masali Baduza Join TriStar Viola Davis Historical Epic en-US. ციტირების თარიღი: 18 October 2021
  12. ↑ Imteshal, Karim. (9 January 2024) Starring Henry Cavill, Guy Ritchie's 'The Ministry of Ungentlemanly Warfare' Finally Receives a Release Date Begins. Netflix Junkie. ციტირების თარიღი: 14 January 2024
  13. ↑ Methven, Nicola. (2024-04-03) Guy Ritchie to make TV drama about young Sherlock Holmes with Harry Potter star en. ციტირების თარიღი: 2024-04-04
  14. ↑ Error | Storm Management.
  15. ↑ Salvatore Ferragamo names Hero Fiennes-Tiffin as the face of new men's fragrance (28 November 2019).
  16. ↑ mediabest. (8 March 2023) Hero Fiennes Tiffin & Chandler Kinney Join David Yurman as Brand Ambassadors en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2023. ციტირების თარიღი: 26 August 2023
  17. ↑ Barraclough, Leo. (23 May 2022) Hannah John-Kamen, Hero Fiennes Tiffin Join Cara Delevingne in 'The Climb,' Further Key Sales Closed (Exclusive) en-US. ციტირების თარიღი: 30 October 2023
  18. ↑ Kay, Jeremy. 'After' franchise star Hero Fiennes Tiffin joins Irish thriller 'Mr. Smith'; Fortitude launching AFM sales (exclusive) en. ციტირების თარიღი: 31 October 2023
  19. ↑ Vlessing, Etan. (21 November 2023) Idris Elba to Star in, Direct Lionsgate's Survival Thriller 'Above the Below' (Exclusive) en-US. ციტირების თარიღი: 21 November 2023
  20. ↑ Embankment Films: Making Noise. ციტირების თარიღი: 2024-10-09
  21. ↑ Appiah-Forson and Fiennes Tiffin share their delight at TST support en. ციტირების თარიღი: 30 October 2023
  22. ↑ Hit the post, the bar, the post! | Declan Rice Challenge | Jimmy Bullard vs Hero Fiennes Tiffin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2023. ციტირების თარიღი: 22 November 2023
  23. ↑ Appiah-Forson and Fiennes Tiffin share their delight at TST support - West Ham United FC en. ციტირების თარიღი: 2025-12-13
  24. ↑ Cult hero Collins added to TST squad en-IK. West Ham United F.C.. ციტირების თარიღი: 2025-05-30
  25. ↑ read, Lawrence Ostlere·4 min. (2025-09-08) BMW PGA Championship confirms celebrities and reveals handicaps for pro-am at Wentworth en-US. ციტირების თარიღი: 2025-09-09