ჰეროსტრატოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეროსტრატოსი (ბერძნ. Ἡρόστρατος) — ქალაქ ეფესოს ახლგაზრდა მაცხოვრებელი, რომელმაც საკუთარ ქალაქში 21 ივლისს, ძვ. წ. 356 წელს დაწვა არტემიდას ტაძარიმსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი, როგორც ეს მან შემდგომ წამებისას აღიარა, საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მან დაწვა არა შვიდ საოცრებათგან ერთ–ერთი ტაძარი, არამედ ხის ნაგებობა, რომლის ადგილასაც აიგო არტემიდას თაძარი ხანძრის შემდეგ.

ითვლება, რომ ჰეროსტრატოსი მისი ნამდვილი სახელი არაა, არამედ ქალაქელების მიერ შერქმეული მეტსახელი, რადგანაც მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას და სიკვდილით ისჯებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]