ჰერონ ალექსანდრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰერონ ალექსანდრიელი
Hero of Alexandria.png
დაბადების თარიღი ახ. წ. 10
გარდაცვალების თარიღი ახ. წ. 70
პროფესია მათემატიკა, ფიზიკა, პნევმატური და ჰიდრო ინჟინერია
ცნობილი ნაშრომები ჰერონის ფორმულა, ჰერონის შადრევანი, ორთქლის ძრავი, სავაჭრო აპარატი, ჰერონის მეთოდი

ჰერონ ალექსანდრიელი (ბერძ. Ἥρων ὁ Ἀλεξανδρεύς; დ. ახ. წ. 10 — გ. ახ. წ. 70) — ეგვიპტელი ბერძენი მათემატიკოსი და ინჟინერი, რომელიც თავის მშობლიურ ქალაქ ალექსანდრიაში მოღვაწეობდა. ითვლება ანტიკური დროის უდიდეს მკვლევრად.

მის უდიდეს მიღწევად ითვლება ორთქლის ძრავი, წისქვილის ბორბალი და სამკუთხედის ფართობის ფორმულა.

ჰერონის ნაშრომების დიდ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია. მათი უმეტესობა შემოგვრჩა რომის იმპერიის მანუსკრიპტებიდან და ლათინური და არაბული თარგმანებიდან.

გამოგონებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერონის გამოგონებებს შორისაა:[1]

  • პირველი სავაჭრო მანქანა
  • ქარის ბორბლით მომუშავე ორღანი
  • სრულად მექანიკური დადგმა თეატრისთვის, რომელიც თითქმის 10 წუთს გრძელდებოდა
  • წყლის ტუმბო
  • ჰერონის შადრევანი
  • სიმძიმის ძალით მომუშავე ურიკა

მათემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერონმა აღწერა რიცხვიდან კვადრატული ფესვის მიღების პროცესი („ჰერონის მეთოდად“ ცნობილი).[2] დღესდღეობიც მისი სახელი უკავშირდება ჰერონის ფორმულას, რომლითაც გამოითვლება სამკუთხედის ფართობი მისი გვერდების სიგრძის საშუალებით.[3] ასევე შეიმუშავა მეთოდი კუბური ფესვის მიღებისთვის.[4] ამასთან, შექმნა უმოკლესი გზის ალგორითმი, რითაც სივრცულ გეომეტრიაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჰერონის ნაშრომები განიხილავენ მრავალკუთხედის, წრის, კონუსის სექტორების თვისებებს. მიჩნეულია „სამგანზომილებიანი გეომეტრიის მამად“.

ჰერონის ფორმულა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართობი

სადაც:

და სამკუთხედის გვერდების სიგრძეებია,

— კი სამკუთხედის ნახევარპერიმეტრი,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shuttleworth, Martyn. Heron's Inventions ინგლისური. Explorable.com. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  2. Fitzgerald, Joshua. Extras: Heron’s Method for Computing Square Roots [კვადრატული ფესვის გამოთვლის ჰერონისეული ალგორითმი] ინგლისური (15 ოქტომბერი, 2018). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  3. Heron of Alexandria ინგლისური. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2021
  4. Smyly, J. Gilbart (1920) Heron's formula for cube root (ინგლისური). Hermathena, გვ. 64–67.